RSS

ფოთის საკათედრო ტაძრის რესტავრაცია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე დასრულდება

20 ივლ

საქართველოში, ფოთის საკათედრო ტაძარს, ანალოგი არ გაჩნია. არქიტექტურა ბიზანტიური სტილისაა. ფოთში ჩამოსული ტურისტებისთვის, ტაძარი, ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა, მნახველს იზიდავს, თავისი ორიგინალური კონსტრუქციითა და ისტორიით.

1895 წლის 17 ივნისს რუსეთის იმპერატორმა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს ნება დართო, შექმნილიყო ფოთის საკათედრო ტაძრის მშენებლობის განსაკუთრებული კომიტეტი, რომლის ხელმძღვანელობა ნიკო ნიკოლაძეს დაევალა, რომელსაც ქართული არქიტექტურული სტილის ტაძრის აგება განუზრახავს. სათანადო პროექტიც შექმნილა. თუმცა, როგორც ირკვევა იგი რუსულმა მმართველობამ დაიწუნა. შემდეგ კი არქიტექტორბმა ზელენკომ და მარფელდიმ ახალი პროექტი შეიმუშავს, კონსტანტინეპოლში არსებული წმ. სოფიას ტაძრის მიხედვით. იგი წარმოადგენდა თითქმის მის ზუსტ ასლს, შემცირებული მასშტაბით. ტაძარი 2000 მლოცველზე იყო გათვალისწინებული.
1906 წლის 14 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) ტაძრის საძირკველი საზეიმო ვითარებაში აკურთხა.
1907 წლის 22 მაისს, ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღუმართავთ. მისი მშენებლობა რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა – საკათედრო ტაძარს სამი ტრაპეზი ჰქონია, კანკელის ხატების ავტორია რუსეთის საიმპერატორო აკადემიის მხატვარი დუმიტრაშკო, რომელიც დასრულებულია 1908 წელს. კანკელის ჩრდილოეთის მხარის ხატები შესრულებული იყო ბერძნულ-ბიზანტიურ, სამხრეთი –ქართულ-ბიზანტიურ, ხოლო საშუალო რუსულ-ბიზანტიურ სტილში. ამ ხატებს შორის ორი წმ. ნინოსი და წმ. მეფე დავით აღმაშენებლისა იყო. 1932 წელს ქალაქ ფოთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ საკათედრო ტაძრის თეატრად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო. დროთა განმავლობაში, რამდენჯერმე მოხდა შენობის რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც მისი იერსახე საკმაოდ შეილახა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს ეკლესიასა და თეატრის დასს შორის დავა დიდ ხანს გრძელდებოდა. საბოლოოდ, კი ფოთის საკრებულოს გადაწყვეტილებით, შენობა ეკლესიას გადასცეს.
2005 წლის ნოემბერში, ტაძრის გასაღები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს გადაეცა.
ამჟამად, ფოთის საკათედრო ტაძარში, სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ძირითადი სამუშაოები 6 მაისს დაიწყო და სავარაუდოდ, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე 21 სექტემბერს დასრულდება. განახლებული ტაძარი 1000-მდე მლოცველს დაიტევს. ადგილობრივი თუ საზღვარგარეთელი ვიზიტორებისთვისაც ტაძარი ერთ-ერთი სასურველი სანახავი გადხდება.
გიორგი ზედგინიძე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s