RSS

სტიქიით დაზარალებულთათვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

20 ივლ

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის საგანგებო ცხელი ხაზი მოქმედებს.  ნომრებზე – 555 33 69 14; 555 33 69 54; დაკავშირება მოქალაქეებს 24-საათიან რეჟიმში შეუძლიათ.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ უნდა დარჩეს სტიქიით დაზარალებული რაიონის არც ერთი მცხოვრები, რომელსაც მთავრობა ვერ დაეხმარება.

მსგავსი მასშტაბების სტიქია, რაც 19 ივლისს კახეთის რეგიონში მოხდა, გურჯაანისა და თელავის რაიონში მცხოვრებ უხუცესებსაც არ ახსოვთ .
ადგილობრივი მოსახლეობა იხსენებს, რომ გამთენიისას, დაახლოებით 04.00-დან 05.00 საათამდე ძლიერი ქარიშხალი, წვიმა და სეტყვა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ქარიშხალმა მნიშვნელოვნად დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ძირფესვიანად მოგლიჯა ხეები და გაანადგურა ქალაქისა და სოფლების ინფრასტრუქტურა, განადგურდა მოსავალი.
მოსახლეობის განცხადებით, ამ ყველაფერს თან ახლდა მიწისძვრის მსგავსი ბიძგები და ისინი ნახევარი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ, როდის დაინგრეოდა მათი სახლები. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მას შემდეგ, რაც ქარიშხალი და სეტყვა შეწყდა, ეზოში სეტყვის საფარი 35 სანტიმეტრს აღწევდა.

19 ივლისს წვიმამ და სეტყვამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხის, ასპინძის, ვალესა და წალკის მოსახლეობასაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. დაზიანდა სახლები, ტრანსპორტი, განადგურდა ნათესები, დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი.

კახეთში, სტიქიის შედეგად 1500-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა და 22 დაშავდა. თელავში ქარიშხლის შემდეგ, სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში 18 ადამიანი მოათავსეს, გურჯაანში კი – 4. მათი უმრავლესობა საავადმყოფოდან უკვე გაეწერა. გურჯაანიდან თბილისში გადმოიყვანეს ქალი, რომელსაც ქარიშხლისას თვალში შუშის ნატეხი მოხვდა. დაშავებულს თვალზე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს თელავის რაიონის სოფელ შალაურში გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა, რომ სტიქიით დაზარალებულები სამ კატეგორიად დაიყოფიან.
დაზარალებულთა პირველ კატეგორიაში შედიან ისინი, ვინც მოსავლის 100 პროცენტი დაკარგა და მათ კომპენსაციის სახით გადაეცემათ 1300-დან 1500 ლარამდე, მეორე კატეგორიაში ისინი მოხვდებიან, ვინც  მოსავლის 70-80 პროცენტი დაკარგა და 800-დან 900 ლარამდე მიიღებენ. მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელთაც სტიქიამ მოსავლის 50 პროცენტი გაუნადგურა, 300-დან 500 ლარამდე კომპენსაციას  მიიღებენ.
ასევე, დაზარალებულები მიიღებენ სასურსათო პაკეტს, რომელშიც შედის ზეთი, ფქვილი და შაქარი. პაკეტების დარიგება  თელავის რაიონის სოფლებში უკვე მიმდინარეობს.

 

 

2 responses to “სტიქიით დაზარალებულთათვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

  1. nina

    03/10/2012 at 11:43

    გამარჯობათ!ძალიან კარგია რომ ცხელი ხაზი ამოქმედდა , მაგრამ აბა ერთი ცადეთ რომელი ნომერია ჩართული რაააააააა???????კიდევ არიან ადამიანები დარჩენილები რომლებიც არ დაუკმაყოფილებიათ და სად შეილება დავრეკოთ და ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ?????????????????????უსამარტლობაა ის რომ მთავრობამ თანხა გამოყო და გამბეობა ბევრს არ აძლევს,,,,ხალხო მიაქციეთ ყურადღება ამას!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

     
  2. PIQO$adado

    13/04/2013 at 17:50

    გამარჯობათ. ტუ ვინმე კიტხულობს საერთოდ ხალხის პრობლემებს კახეთში კერდზოდ სოპელ ზემო მსხალგორსში დზალიან გთხოვთ მიაქციეთ ყურადგება .დაიტანჯა ხალხი ამდენი ტყუილიტ .კომისიის ცევრებმა საკუტარი ოჯახიდან სამ სამი ჩაცერეს ზოგი ოჯახები რომლებიც მართლა ცალცალკე ცხოვრობს ერთად და სამასხარო თანხები გადაუგდეს არაა მარტლა ამ ხალხის პატრონი იმის ნახევრები მაინც მიგეცათ რაც დაკარგეს ესაა დემოკრატიული ქვეყანა? გლეხების ხარჯზე დაისქელეს ჯიბეები გთხოვთ შედლებისდა გვარად გადამოცმდეს ეს სოპელი .პიქრია.

     

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: nina კომენტარის გაუქმება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s