RSS

ნეანდარტალები, სამკურნალოდ მცენარეებს იყენებდნენ

20 ივლ

პრიმიტიული მედიცინა ნეანდერტალებისათვის, რომლებიც ესპანეთის ჩრდილოეთით ელ-სიდრონის გამოქვაბულში ცხოვრობდნენ, ცნობილი იყო. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვენი წინაპრები იყენებდნენ გვირილასა და ათასფურცელას.

ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, კარენ ჰარდის თქმით, ელ-სიდრონის გამოქვაბულმა ყურადღება 1994 წელს მიიპყრო. ამ დროს, გამოქვაბულში 13 ნეანდერტალის  ნარჩენები იპოვეს. მათ შორის, ყბის ძვლები და კბილები. აქ, ადამიანის წინაპრები, დაახლოებით 47000–50000 წლის წინათ ცხოვრობდნენ.

თუმცა, მკვლევარებმა გამოქვაბულში ნაპოვნი დაფის გაქვავებული ფრაგმენტები და კბილები მხოლოდ ახლა გააანალიზეს. ამ დაფაზე მცენარეული საკვების – სახამებლის, ნახშირწყლებისა და სხვა ნივთიერებების კვალია ნაპოვნი.

გარდა ამისა, მეცნიერებმა ამ დაფაზე მოლეკულები აღმოაჩინეს, რომელიც სამკურნალო მცენარეებისათვისაა დამახასიათებელი (გვირილა და ათასფურცელა), რაც ნიშნავს, რომ ეს იყო აუცილებლად წამალი.  გვირილა – შესანიშნავი ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი, სედატიური, ანტიკონვულსანტი  საშუალებაა. ხოლო ათასფურცელას  ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტიალერგიული თვისებები აქვს.

მოამზადა შალვა მამუკაშვილმა

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s