კანადაში მცოვრებმა კრისტიან ტერრიენმა გიგანტური, 26 კილოგრამიანი სოკო იპოვა. Lenta.ru ცნობით, 62 წლის კანადელმა უჩვეულო სოკო, თავისი შვილის კომპანიაში სეირნობის დროს აღმოაჩინა. მამაკაცის თქმით, ამ აღმოაჩენით ის და თავისი შვილი უაღრესად გაკვირვებულები დარჩნენ.
მამა-შვილმა 26 კილოგრამიანი სოკო თან წაიღეს, მეგობრებს და ნათესავებს აჩვენეს, სოკოსთან ერთად სურათი გადაიღეს, რის შემდეგაც უკან წაიღეს. არ არის გამორიცხულო, რომ კანადელმა მამაკაცმა აღმოაჩინა ყველაზე დიდი სოკო მსოფლიოში. თუმცა, კრისტიან ტერრიენის ოჯახი რეკორდის შესახებ განცხადების დაწერას აპირებს თუ არა, ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა.
მოამზადა შალვა მამუკაშვილმა