ბავშვობაში ალბათ, ყველას წაგიკითხავთ აკაკი წერეთლის ბაში-აჩუკი, თუ არ წაგიკითხავთ, ფილმი მაინც გექნებათ ნანახი. ისტორიულ წყაროებში ბაში პირველად მოხსენიებულია 1578 წელს. სახელი „ბაში“ ბაჟიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ამჟამად, სადაც სამტრედიის მუნიციპალიტეტია, შუა საუკუნეებში საბაჟო იყო, სადაც მდინარე რიონით ამოტანილ თუ გასატან საქონელს ბაჟს ადებდნენ. ახლა აქ წინა საუკუნის დასასრულს აგებული ბაშის დედათა მონასტერია. თუმცა უფრო ადრეული საუკუნეების ნაშთებიც ვნახეთ.
ყოფილ ოკუპაციის მუზეუმის ტერიტორიაზე, მონაზვნებს ფუტკარი მოუმრავლებია, სასმელად იქვე ამოთხრილ ჭის წყალს იყენებენ. სამწუხაროდ, იქ სტუმრობისას ვერ მონაზვნები ვნახეთ, და ტაძარიც დაკეტილი დაგვხვდა, ტაძარზე კი საკმაოდ მწირი ინფორმაცია. იმდენად მწირი, რომ ადგილობრივებმაც კი ვერაფერი გვითხრეს. ამჟამად ამ ტაძარზე მხოლოდ ფოტორეპორტაჟით შემოვიფარგლებით.
თუმცა ტურისტებისთვის მართლაც საინტერესო და მიმზიდველი სანახავია არა მარტო ტაძარი, იქაური ბუნებაც.