RSS

შავმა ზღვამ მკვდარი დელფინები გამორიყა

10 ივლ

ფოთში ზღვამ შვიდი მკვდარი დელფინი გამორიყა, გვატყობინებს ფოთელი ახალგაზრდა. ხალხი სანაპიროს ვერ ეკარება. ბათუმელების თქმით, ბათუმშიც დაფიქსირდა ასეთი შემთხვევა. თუმ ცა არც ბათუმსა და არც ფოთში არანაირი ღონისძიებები არ ტარდება, რომ მკვდარი დელფინები სანაპიროდან გაიტანონ.

სპეციალისტთა თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სანაპირო ზოლზე ასობით დელფინი ირიყება. ეს პროცესი მარტიდან სექტემბრამდე გრძელდება. დელფინების სიკვდილის მიზეზი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რაც სპეციალისტების აზრით, შავი ზღვის დაბინძურებაზე მეტყველებს. გასულ წელს, ასეთი 121 შემთხვევა დაფიქსირდა, აფხაზეთის ჩათვლით. წელს, კი მდგომარეობა შედარებით უკეთესია. დაფიქსირებულია მხოლოდ 40 შემთხვევა. გამორიყულ დელფინებს შორის უფრო ხშირად თეთრგვერდა დელფინები გვხდება. აფხაზეთში კი ფიგუს ჯოგი, რომელთა რაოდენობაც საქართველოს ტერიტორიაზე 100-ს არ სცდება. ისინი აფხაზეთში მიგრირებენ, იქ სადაც “ფლორისა და ფაუნის” მიერ კიდევ ერთი შექმნილი ორგანიზაცია გარიყული დელფინების ეროვნული ქსელი მათზე მონიტორინგს ახორციელებს.

რამდენიმე ხნის წინ, შავი ზღვისპირეთის ქვეყნების კავშირი აწარმოებდა კვლევას, რის მიხედვითაც, დელფინების მასობრივი სიკვდილის მიზეზე ვირუსია, რომლის მაპროვოცირებელი ზღვის დაბინძურებაა.  ვირუსი მთელ შავიზღვისპირეთშია გავრცელებული – ზურგის ტვინის სტრეპტოკოკზე, ეს არ არის ლოკალური მოვლენა. ამ დროს დელფინს ეთიშება ტვინი და კოორდინაციის უნარს კარგავს. კოორდინაცია დაკარგული დელფინების მკურნალობას აზრი არ აქვს, რადგან ავადმყოფობა რადიკალურ ფორმებში ვითარდება. მისი გადარჩენისა და უკან გარემოში დაბრუნება ნაკლებია.

ჩვენთან ზღვის წყალი იდეალურ მდგომარეობაში რომ იყოს, გამორიყვის შემთხვევებიც ერთეული იქნება. თუმცა, ვაი- გარემოსდამცველები ჯიუტად ცდილობენ საპირისპირო დაამტკიცონ. როგორც ვიცით, დელფინები თბილსისხლიანი ცხოველები არიან და მათსა და ადამიანის ფიზიოლოგიას შორის ბევრი მსგავსებაა, ამიტომ ამ ვირუსით ადამიანების დაავადების ალბათობაც დიდია. მით უმეტეს, რომ ეს პროცესი გრძელდება მარტიდან სექტემბრამდე, ვეგეტაციის პერიოდში და მთლიანად ემთხევევა ტურისტულ სეზონს,”- განაცხადა არჩილ გუჩმანიძემ “ფლორისა და ფაუნის” ხელმძღვანელმა.

ალბათ ყველას აინტერესებს თუ სად მიყავთ გარდაცვლილი დელფინები?! პირელ რიგში, დაავადებული დელფინი უნდა მოშორდეს ხალხმრავალ ადგილს, ზღვის პირს. არანაირი კონტაქტი ადამიანსა და ავამყოფ დელფინს შორის არ უნდა შედგეს. ის არც ნაგავსაყრელში უნდა იყოს გადაგდებული, რადგან მწერები და სხვა ცხოველები, რომლებიც მათთან კონტაქტში შევლენ დაავადდებიან და ავადმყოფობის გავრცელების რისკი გაიზრდება.

ამ ყველაფერს თავი, რომ ავარიდოთ უნდა დავიცვათ არამარტო გარემო არამედ ზღვის წყლის სისუფთავეც. ასევე გამორიყვის დროს უნდა მოხდეს დროული რეაგირება სანდასუფთავებისაგან და გარემოს დაცვის სამსახურებიდან. რადგანაც საქმე არამხოლოდ ცხოველების არამედ ადამიანების ჯანმრთელობასაც ეხება.

 

ამალია ამბარცუმიანი

ფოტო გიორგი ბაზაევის

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s