RSS

კრასნოდარი – უბედურების ზონა

08 ივლ

კრასნოდარის ოლქი უბედურების ზონადაა ქცეული. გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ მთელი მხარე დატბორა. შედეგად არის მსხვერპლი, რომელსაც უკვე ვეღარ ითვლიან, ხოლო დაკარგულად 7 ათასი ადამიანი სახელდება. უმეტესობა მათგანი წყალმა გაიტაცა.რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კრასნოდარის მხარეში წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

გავცელებული ინფორმაციით საქმე აღიძრა რუსეთის სსკ-ს 109-ეე მუხლის მესამე ნაწილით (სხვისი სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობის შედეგად).

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინიტროს ბოლო მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად 146 ადამიანი დაიღუპა. 12 ათასზე მეტი დაზარალებულად ითვლება.

სამედიცინო დახმარებისთვის ექიმებს 320-მა ადამიანმა მიმართა, მათ შორის 48 ბავშვია.

კოკისპირული წვიმების შედეგად ქალაქებში: გელენჯიიკი, კრიმსკი, ნოვოოროსიისკში, ასევე დასახლებულ პუნქტებში დივნომორსკოე, ნიჟნებანანსკაია, ნებერდჟაევსკაია და კაბარდინკა 5 ათასზე მეტი სახლი დაიტბორა.

წვიმა კრასნოდარის მხარეში გუშინ დაიწყო და ბოლო წლების უდიდეს კატასტროფად იქცა. თითქმის მთელი ტერიტორია წყალშია. უმძიმესი მდგომარეობაა კრიმსკის რაიონში. ღამით, როცა ხალხს ეძინა, იქ წყლის დონემ 7 მეტრს მიაღწია და ერთბაშად დატბორა ჯერ სახლების პირველი სართულები, შემდეგ კი სახურავებამდეც მიაღწია. ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ ხალხმა ქუჩაში გაქცევაც კი ვერ მოასწრო.

„ეს კატასტროფაა“ – ამბობენ თვითმხილველები და კიდევ უფრო მეტ დაღუპულზე საუბრობენ, ვიდრე ეს ოფიციალურად ცხადდება.

ამასთან, ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს არ არის წვიმისა და წყალდიდობის შედეგი. თავად კრიმსკის მოსახლეობა წერს, რომ თუნდაც ძლიერ წვიმას არ შეეძლო 7-მეტრიან წყალში მოექცია მთელი ქალაქი და თანაც არა ეტაპობრივად, არამედ დათვლილ წუთებში. მოსახლეობის ნაწილი ეჭვობს, რომ წყალდიდობა წყალსაცავზე დამბის შეგნებულად გახსნამ ან ავარიამ გამოიწვია, რაც ხალხს დაუმალეს და ტრაგიკული შედეგებიც ამის ბრალია.

ინტერნეტში ამასთან დაკავშირებით სერიზული აჟიოტაჟია ატეხილი. და იხსენებენ რამდენიმე წლის წინანდელ წყალდიდობასაც, როცა ასევე „გახსნეს დამბა და კრიმსკი დატბორეს“. თუმცა მაშინ სტიქია ასეთი დამანგრეველი არ იყო.

ერთ-ერთ გამოხმაურებაში ნათქვამია, რომ ღამის საათზე კრიმსკს ტალღა მიაწყდა და ზუსტად 10 წუთში წყლის დონემ 6,5 მეტრამდე აიწია.

#Крымск – რიგორც ამბობენ, ამ ინტერნეტმისამართზე ყველაზე სანდო ინფორმაცია ვრცელდება წყალდიდობის შესახებ, სადაც საშინელ ცნობებსაც ამოიკითხავთ. მოსახლეობა კი უკვე ეპიდემიის საფრთხეზე საუბრობს, რადგან, როგორც წერენ, ირგვლივ უამრავი გვამია.

კრასნოდარის მხარესთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილია. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ სპეციალური ცხელი ხაზი გახსნა. ტრაგედიის მასშტაბის მიხედვით, როგორც მისი მონაწილეები ამბობენ, ადამიანური მსხვერპლიცა და მატერიალური ზიანიც აურაცხელია.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s