რაჭა ცნობილია თავისი საკურორტო ადგილებით. ერთ ერთი მნიშვნელოვანი კურორტია ბუგეული, რომელიც ამბროლაურის რაიონში მდებარეობს. ზღვის დონიდან 560 მ-ზე. კლიმატი დაბალი მთის სუბტროპიკული, ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. ამ კურორტზე მკურნალობის საეობებია :მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.
ასევე, ცნობილია საკურორტო ადგილი უწერა. მდებარეობს ონის რაიონში. ზღვის დონიდან 1150 მ-ზე. კლიმატი საშუალო მთის. ზამთარი ცივი, თოვლიანი. ზაფხული ზომიერად თბილი. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: საშუალო მთის ქვედა სარტყელის ჰავა და 3 ტიპის მინერალური წყალი, ხოლო მკურნალობის სახეობებია: მინერალური წყლის აბაზანები და პასიური კლიმატოთერაპია.
ცნობილი კურორტი შოვი, ონის რაიონში მდებარეობს. სიმაღლე ზღვის დონიდან 1600 მეტრია. კლიმატი – საშუალო მთის. ზამთარი ცივი, თოვლის მდგრადი საფარით. ზაფხული ზომიერად თბილი. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია : საშუალო მთის ზედა სარტყელის ჰავა, ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი რკინის შემცველი მინერალური წყლები. მკურნალობის სახეობებია: მინერალური წყლის მიღება და პასიური კლიმატოთერაპია.
კურორტი ხადიკარი-მდებარეობს ამბროლაურის რაიონში, ზღვის დონიდან 680 მეტრზე. დაბალი მთის სუბტროპიკული კლიმატია. ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: დაბალი, მთის ჰავა და სუსტად სულფიდური.
მკურნალობის სახეობებია: მინერალური წყლის აბაზანები.
მოამზადა გიორგი ზედგინიძემ