RSS

მეცნიერებმა შაქრის შემცვლელი აღმოაჩინეს

25 ივნ

მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ფრუქტოზა ორგანიზმს სისხლში შაქრის დონეს უკეთ აკონტროლებს. «MyJane.ru» იუწყება, რომ მისი ეფექტი, ანტიდიაბეტურ წამლებს არ ჩამოუვარდება.


ასევე კვლევის ხელმძღვანელი, დოქტორი ჯონ სივენპაიპერი აღნიშნავს, რომ ფრუქტოზის შეზღუდული რაოდენობით მიღება გასუქებას, ქოლესტერინის დონის ამაღლებასა და წნევას არ იწვევს. ყველა ეს ნეგატიური შედეგი არის – ფრუქტოზის გადაჭარბებული მიღება. თუ ისეთ პროდუქტებს გამოიყენებთ, რომელშიც მისი შემცველობა შეზღუდულია, არანაირი ზიანი არ მოგადგებათ, მხოლოდ სარგებელს ნახავთ.
მეცნიერებმა თავიანთი ვარაუდის დასამტკიცებლად, 18 კვლევის მონაცემები გაანალიზეს, სადაც სხვადასხვა ტიპის დიაბეტის მქონე მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. ექსპერმინეტის ფარგლებში, მონაწილეებმა ფრუქტოზიანი ყავა და მარცვლეულის ფაფა მიირთვეს. არანაირი ნეგატიური ეფექტი ამას არ ქონია.
მეცნიერები გვირჩევენ, რომ არ მოვიხმაროთ სამრეწველო შაქარი, ხოლო თაფლი, ხილი და ბოსტნეული ზომიერი რაოდენობით მივიღოთ. ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი გვექნება.

მოამზადა შალვა მამუკაშვილმა

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s