RSS

ულუმბო

19 ივნ

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

გომი-საჩხერის გადასახევიდან 15-დე კილომეტრში, ულუმბოს მონასტრის გადასახვევია. ამ გადასახვევიდან მონასტრამდე ულამაზეს ჭერათხევის ხეობაში 6 კილომეტრის გავლის შემდეგ, მონასტერიც გამოჩნდება. სამწუხაროდ, გზად არც ერთგან არაა ტრაფარეტი, რომელიც მონასტრამდე მისასვლელ გზის მიასწავლის იქამდე მიმსვლელს. ულუმბოს მამათა მონასტერი მეექვსე საუკუნის მონასტერია. იქ მოღვაწეობდა მიქაელ ულუმბოელი ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი, რომელიც  ქრისტიანობას ქადაგებდა ქართლსა და ოსეთში.

მატიანეში არაფერია თქმული მონასტრის დაარსების შესახებ, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, რომელიც სარგებლობდა უცნობი წყაროებით, ულუმბოს მონასტრის დამაარსებლად მიქაელ ულუმბოელი, ცამეტი ასურელ მამათაგანი ჰყავს მოხსენებული. „ჭერათხევის… სერს ზეით არს მონასტერი ულუმბას, უგუნბათო, დიდი, დიდშენი, მიქელ იგ(13) მამათგანის ქმნული, და დაფულულ არს მიქელ მუნვე ზის წინამძღვარი“.
ავთენტური ცნობები ულუმბოს შესახებ მოცემულია ამირეჯიბთა სიგელში, რომელიც იძლევა ძეგლის ისტორიული ცხოვრების სურათს XIII-XV საუკუნეთა განმავლობაში. სიგელის მეოთხე პუნქტში XIII საუკუნის ამბავია მოთხრობილი, სახელდობრ, ქართველთა ერთ-ერთი გამარჯვება ჯალალ-ედ-ინთან. ბრძოლის დროს ამირეჯიბს ხელთ უგდია მოწინააღმდეგის სეფე დროშა და იგი შეუწირავთ ულუმბოს ღვთისმშობლის ხატისათვის. მაშასადამე XIII საუკუნეში ულუმბოს ეკლესია უკვე არსებობდა და მისთის საუკეთესო რელიქვიებსაც არ იშურებდნენ.
XIV საუკუნის მიწურულში ულუმბო მჭიდროდაა დაკავშირებული სამეფო სახლთან. მას დიდ სასწაულთ მოქმედად თვლიდნენ მომდევნო საუკუნეებში, ულუმბოს ხატის ყოვლისშემძლე ძალას ალექსანდრე პირველი დიდის დაბადებას მიაწერდნენ. ალექსანდრე ბატონიშვილი დაბადებისთანავე (1390 წ) მეფის სახლს შესაწირავი მიაქვს მონასტერში. ულუმბოს ღვთისმშობლის მონასტერს „მოუტანა საქონელი ურიცხვი“ და შესწირი.
ალექსანდრე ბატონიშვილის ბავშვობაში ულუმბო საფუძვლიანად დაურბევია თემურ–ლენგის ლაშქარს. ულუმბოს მონასტრის მეორედ აღშენების თარიღი 1400-1415 წლებით სახელდება, ეს დასტურდება ამირეჯიბთა გვარის სიგელიდან.
1871 წელს მღვდელთმსახურების განახლების მიზნით ულუმბოს მონასტერი თავიდან აღადგინეს.

დღეს, იქ ბერების სავანეა, ბერები ულუმბოის ზედა მონასტერში (0.8 კილომეტრში) მოღვაწეობენ და სულ რაღაც 20-დე წუთში მსურველს შეუძლია ასვლა, თუმცა იქ ქალთა შესვლა ტაძრის წესებიდან გამომდინარე არ შეიძლება. გზად, ბერების მიერ გაკეთებული ხელოვნური ტბები და საკალმახეა, რომელსაც ბერები რუდუნებით უვლიან.

ამჟამად, ულუმბოს მონასტერი რუის-ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

ულუმბომდე მისასვლელ გზაზე ტრაფარეტების გაკეთება და გზის თუნდაც ოდნავ მოწესრიგება. კომუნიკაციის გამართვა, ულუმბოსკენ ტურისტების ნაკადს ნამდვილად გაზრდის, ეს კი ალბათ ქვეყნის ეკონომიკას წაადგება.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s