ისტორიული წყაროები გვამცნობს, რომ ნიკორწმინდა 1010 – 1014 წლებში აუშენებიათ. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები ცოტა მოგვიანოა, მაგრამ არა უგვიანეს XIს-ის პირველი ნახევრისა, სამრეკლო XIXს-ის მეორე ნახევარშია აგებული.
1534 წელს ტაძარი იმერეთის მეფე ბაგრატ ლლლ-ს განუახლებია. ტაძრის შიგნითა ფრესკებიც ამავე საუკუნისაა. ნიკორწმინდის ფასადები და ეკვტერები, ჩუქურთმათა გარდა, მორთულია მნიშვნელოვანი რელიეფური ქანდაკებებით: აქ არის წმინდანთა გამოსახულებები, მრავალფიგურიანი სცენები (“ფერისცვალება”, “მეორედ მოსვლა”, “ჯვრის ამაღლება” და სხვა).
შენობის გარეგნობა მძიმეა, ელეგანტურობას მოკლებული, განსაკუთრებით გუმბათის ყელის მასიურობის გამო, მაგრამ ორნამენტების სიუხვე და მრავალფეროვნება, შესრულების მაღალი ხარისხი, საინტერესო სკულპტურული დეკორი ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ამჟამად, ტაძრის მდგომარეობა მძიმეა, ფრესკები წაშლილია. ტაძრიის შესასვლელში გუმბათი ცეცხლისგნა გაშავებულია. სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებლის თქმით, `ვიდრე ტაძარს მეპატრონე გამოუჩნდებოდა, ბავშვები ცეცხლს ანთებდნენო”.
ტაძრის რესტავრაცია უკვე მეორე წელია მიმდინარეობს.
“იმედია, ეს გამორჩეული არქიტექტურის ტაძარი, მალე თავის ძველ იერს დაიბრუნებს,” – ამბობენ ადგილობრივები და იმედოვნებენ, რომ იმ კუთხეში ტურისტებიც მოიმატებენ და ტაძარს უფრო მეტი მნახველი ეყოლება.
ქრისტინე ჯაგიევი