ძველი ქართული ხელოვნების შედევრი, VII ს. ტაძარი სამწევრისი წრომის მახლობლადაა (ქარელის რაიონში, მისგან სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით) მტკვრის მარჯვენა ვაკე ნაპირზე. სამწუხაროდ, დაკეტილი დაგვხვდა. ეკლესია 1940 წელს მიწისძვრამ სანახევროდ დაანგრია, მაგრამ მთლიანად აღადგინეს ძველებური სახით 1952-1953 წწ. არქ. ლ.ხიმშიაშვილის პროექტითა და ხელმძღვანელობით.
ეკლესიის კედელზე ტრაფარეტი გვამცნობს: მეშვიდე საუკუნის არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლი. აღმოსავლეთის ფასადის წარწერაში მოთხრობილია ”სამწევრისის ჯვარზე” სარწყავი რუს გაყვანის შესახებ. სამხრეთის ფასადის წარწერიდან კი ირკვევა, რომ ძეგლი XVI-ს-ში შეუკეთებიათ. 1940 წ. მიწისძვრის გამო დაინგრა მისი სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილი. 1951-1952 წლებში ძეგლი პირვანდელი სახით აღდგენილია საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ არქიტექტურის საქმეთა სამმართველოს მიერ.
VII ს.ის ძეგლის გვერდით, სამხრეთით დგას XVI საუკუნის პატარა ერთნავიანი მავზოლეუმი, ქართული აგურათ ნაშენა და ორნამენტული და სიუჟეტური შორენკეცებით მორთული, ხოლო ცოტა მოშორებით, უფრო ქვემოთ, ციციშვილების დიდი ციხის ნანგრევია.
ნა-ნუცა
18/06/2012 at 16:38
ოლიკო ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ :* მომწონს შენი ხედვა და ულამაზესი ფოტოები გაქვს . ვისურვებდი კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ვიმოგზაურო შენთან ერთად, :* საუკეთესო სურვილენით ნანუცა
ekofact
18/06/2012 at 16:44
didi madloba nanuca 🙂 mec didi siamovnebiT kidev bevrjel vimogzaurebdi SenTan erTad 🙂