RSS

შატილს შველა სჭირდება

14 ივნ

This slideshow requires JavaScript.

შატილი ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი. შუასაუკუნეების ძეგლი, რომელიც ციხე ქალაქებიდან შემონახული სახით შემოგვრჩა, ახლა ინგრევა.

კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეების მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი.

შატილი 80–მდე კოშკს და 2 ციხეს მოიცავს. კოშკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, კედლები დაბზარულია, სახურავიდან წყალი ჩადის. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში რამდენიმე კოშკია, რომლის ნაწილიც უკვე ჩამონგრეულია.

„ბევრი კოშკი უკვე ინგრევა. ანატორელების მხარეს, დაბლა, ჭალიდან რომ შემოხედავთ, იქ უკვე დანგრევის პირასაა მისული. ისტორიული სტატუსი მთლიან შატილს აქვს მინიჭებული. 2000 წელს დავამთავრეთ გადახურვა, სახურავები შევაკეთეთ, იატაკი დავაგეთ კოშკებში თითო სართულზე, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით. მას შემდეგ უკვე აღარაფერი გაკეთებულა, არავის მოუხედია აქაურობისთვის. კოშკებს ყველაზე მეტად წყალი და სინესტე ერჩის. ზოგიერთ კოშკში კედლები მთლიანად დაობებულია და იშლება“, – განუცხადა მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს შატილის მკვიდრმა ნოდარ ჭინჭარაულმა.

შატილში მხოლოდ 2 კოშკია შედარებით უკეთეს მდგომარეობაში. ერთი ნოდარ ჭინჭარაულს ეკუთვნის და იქ საოჯახო სასტუმრო აქვს გახსნილი, მეორე კი სასულიერო პირების საკუთრებაშია. დანარჩენი კოშკები უმოქმედოა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ნინო ხუციშვილის განცხადებით, 2012 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შატილში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. „ჩვენ არ გვაქვს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების უფლება, რადგან შატილი კულტურული მემკვიდრეობაა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს პრეროგატივაა მისი პატრონობა“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსაც დაუკავშირდა. კითხვაზე, აქვს თუ არა სააგენტოს დაგეგმილი შატილის რეაბილიტაცია, პასუხი ვერ მივიღეთ

შატილში კოშკების ნგრევის შესახებ მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, კომენტარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმდინარე პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაატა გაფრინდაშვილმა გააკეთა.

„ზამთარში, დიდთოვლობის შედეგად  სიტუაცია დამძიმდა და შეიცვალა. ეს არის 43-ე, 44-ე და 45-ე ნომერი კოშკები. პროექტში რაც იყო ჩადებული, იმის გარდა საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების ჩატარება. ამიტომ, ზუსტად ამ დღეებში მიმდინარეობს პროექტის კორექტირება და უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი. პროექტი გულისხმობს პირველ რიგში კოშკების გამაგრებას და მის სრულ რეაბილიტაციას. წელს მხოლოდ ეს სამი კოშკი გაკეთდება და 60-70 ათას ლარამდე დაიხარჯება“, – განუცხადა პაატარა გაფრინდაშვილმა მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს.

http://www.icmm.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s