RSS

დედამიწის ეკოლოგიური ბალანსი საფრთხეშია

13 ივნ

მეცნიერები ამბობენ, რომ ეკოსისტემის მოულოდნელად დაშლის საფრთხე არსებობს.
დედამიწის ეკოლოგიური ბალანსი საფრთხის ქვეშაა: გლობალურიმა დათბობამ, მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ და გარემოს დეგრადაციამ ამ ასწლეულში შეიძლება გამოიწვიოს ეკოსისტემის მოულოდნელი დაშლა, წერს Focus.


გამოქვეყნებული კვლევის ავტორები, 22 წამყვანი ბიოლოგების, ეკოლოგების, გეოლოგებისა და პალეონთოლოგებისაგან შედგება. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Nature-ში.
მეცნიერების შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ გლობალური ეკოსისტემა შეიძლება მოულოდნელად დაიშალოს და არა ნელ-ნელა საუკუნეების განმავლობაში, როგორც ადრე ფიქრობდენ. სწრაფი და ეფექტური ზომების მიღების გარეშე შეიძლება უახლოეს მომავალში კრიტიკულ ზღვარს მიაღწიოს. ამის შესახებ, ექსპერტები 20-22 ივნისს რიო-დეჟანეიროში გაეროს კონფერენციაზე საზოგადოებას გააფრთხილებენ.
მეცნიერების გათვლებით, 2050 წლისათვის მსოფლიოში იქნება 9.3 მილიარდი ადამიანი ხოლო ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსით გაიზრდება. კალიფორნიის უნივერსიტეტისა და ერთ-ერთი წამყვანი ბიოლოგის, ენტონი ბერნოსკის აზრით, ცვლილებების შედეგი შეუქცევადი და დამანგრეველი იქნება, მთელი მოსახლეობის შენახვა და გამოკვება შეუძლებელი იქნება. „ჩვენ გვექნება საქმე სრულიად სხვა სამყაროსთან“, – განაცხადა ექსპერტმა.
ამავე დროს, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ, არის დრო რაიმეს შეცვლის, მაგალითად:  შეწყდეს ნედლეულის რესურსის ხარჯვა და გაიზარდოს ეკონომიკა ნებისმიერ ფასად, ნათქვამია სტატიაში.

მოამზადა შალვა მამუკაშვილმა

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s