RSS

163 წლის წინ ამერიკელმა გამომგონებელმა ლევის ჰასლეტმა გაზის ნიღაბი დააპატენტა

12 ივნ

1849 წლის 12 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების საპატენტო უწყებამ ლევის ჰასლეტს პირველი დაპატენტებული გაზის ნიღაბი გადასცა. ამ გამოგონებას „ფილტვის დამცველი“ ეწოდა.

ადამიანის სასუნთქი სისტემის დასაცავად, აქტიური სამუშაოები დაიწყო პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც 1915 წლის აპრილში გერმანია საფრანგეთის ომის დროს, გერმანელებმა პირველად გამოიყენეს გაზით შეტევა. მეორე თავდასხმა აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთის წინააღმდეგ მოეწყო.

ამ დროს, ჯარისკაცების გაზისგან დასაცავად, მარლის ნიღბებს იყენებდნენ, რომელიც სპეციალური ნივთიერებით იყო გაჟღენთილი, თუმცა ის ჯარისკაცებს ვერ იცავდა.

მაშინ, ცნობილმა რუსმა ქიმიკოსმა ნიკოლაი ზელინსკიმ გადაწყვიტა, გაზისგან დამცველი გამოეგონებინა. ექპერიმენტული კვლევებით დადგინდა, რომ ტოქსიკურ ნივთიერებებს თერმულად დამუშავებული არყის ნახშირი უსაფრთხოდ იწოვს.

ამ დასკვნების საფუძველზე, ინჟინერმა კუმანტმა რეზინის ნიღაბი შექმნა, რომელიც მჭიდროდ ეკვრებოდა სახეს და სუნთქვას გაფილტრული ელემენტის საშუალებით არეგულირებდა. ნიღბის წარმოებას 4 თვე დასჭირდა. 1916 წელს არმიაში გაზის ნიღბები პირველად გაიგზავნა. პირველი მსოფლიო ომის მსვლელობის დროს, 11 მილიონი აირწინაღი გამოვიდა.

მოამზადა გიორგი ზედგინიძემ

 

დატოვე კომენტარი