RSS

ნეკრესი

11 ივნ

This slideshow requires JavaScript.

ნეკრესის მონასტერს საქართველოს ისტორიაში ყოველთვის მნიშვნელოვანი  ადგილი ეკავა, იგი ტურისტებისათვის დღესაც საინტერესო ადგილია. ნეკრესის მონასტერი ყვარლის რაიონში, კერძოდ სოფელ შილდასთან მდებარეობს, იგი ზღვის დონიდან 650 მეტრზეა და მის სანახავად მნახველს კილომეტრნახევარის ავლა ფეხით უწევს. ნეკრესი, საქართველოში, ერთადერთი ქრისტიანული ეკლესიაა, სადაც ღორები იკვლება.

ამ ტრადიციასთან დაკავშირებით, ნეკრესის მუზეუმის გიდის ალექსი ბაჩაკაშვილის თქმით, სამი ლეგენდა არსებობს. ეს ლეგენდები 5-6 საუკუნეს მიეკუთვნებიან. პირველი ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთი ლეკების შემოსევის დროს მოსახლეობას ღორები საბალახოდ გაუშვია და მტერი ღორების დანახვაზე აღარ მიკარებია ნეკრეს. მეორე ლეგენდის მიხედვით, მტრის შემოსევის დროს, ხალხს ქონება სახლში დაუმალავს და თავად ნეკრესს შეფარებიან, სადაც შინაური ცხოველები აუყვანიათ და რადგან მათ შორის ღორები ჰყავდათ ლეკები აღარ მიკარებიან. მესამე ვერსიით, როდესაც ლეკები უკვე ნეკრესის გალავანს მისდგომიან და მთაზე დაუწყიათ ასვლა თავშესაფრისათვის ასულ ხალხს ღორებისათვის თავები დაუჭრიათ და მთიდან დაუგორებიათ, ლეკებს ეს ადგილი უწმინდურად ჩაუთვლიათ. ძველად ქალაქში ორი გალავანი ყოფილა, ერთი რომელიც მთლიან ქალაქს ერტყა გარშემო და მეორე, რომელიც მხოლოდ ნეკრესის ტაძარს. ნეკრესის გალავანს დღესაც პირვანდელი სახე აქვს. ამჟამად, ნეკრესიში სამი მოქმედი ტაძარია. ღვთისმშობლის სახელობის მე-6 საუკუნის, მთავარანგელოზის გუმბათიანი 8-9 საუკუნის და წმ. გიორგის ტაძრის გვერდით არის საძვალე, სადაც ხუთი აკლდამა ამოაჩინეს. აღმოჩენილ აკლდამებში ინახებოდა ნეკრესში მოღვაწე ბერების ძვლები, რომელიც გიორგი ჩუბინაშვილმა შეისწავლა და მე-4 საუკუნეს მიაკუთვნა. ტაძრის შესასვლელის თავზე ხელის მტევანი აღმოაჩინეს, რომელიც არქეოლოგების ვარაუდით, აბიბოს ნეკრესელს ეკუთვნის. დამთვარიელებელს შეუძლია ნახოს სატრაპეზო და სატრაპეზოში მდებარე დახურული მარანი, სადაც ერთი ხიდან ამოჭრილი საწნახელი დგას. სატრაპეზოს გვერდით არსებულ მარნის კედელზე შეგიძლიათ იხილოთ ექვთმე თაყაიშვილის ხელმოწერა, რომელიც 1911 წლის დაუტოვებია. ტურისტებისათვის საინტერესოა ტაძრის ეზოში მდებარე ღია მარანიც, რომელიც 5-6 საუკუნეს მიეკუთვნება და 10 სხვადასხვა ზომის ქვევრისაგან შედგება. ასევე ნეკრესის სალოცავის ეზოში მდებარე მუზეუმი, სადაც ქვედა ნეკრესში აღმოჩენილ წარმართულ ტაძარში ნაპოვნ ფილების ასლებია, რომელსაც 1-3 საუკუნეს მიაკუთვნებენ. ფილებზე შესრულებლი წარწერა „ხანმეტური“ სტილითაა ამოკაწრული. ეზოში წყლის რეზერვუარიცაა, რომელშიც გორაკიდან ჩამოდენილი წვიმის წყალი ჩაედინება. დამთვარიელებელს შეუძლია კოშკიც ნახოს, რომელსაც თავდაცვის მიზნით გამოიყენებდნენ, საიდანაც მოსახლეობას მტრის შემოსევის, ან რაიმე უბედურებას დღისით კვამლით, ხოლო ღამით ცეცხლით ატყობინებდნენ. იქვეა მარცვლეულის შესანახი ჭა, სადაც შესაძლებელი იყო შემოსევების დროს, რამდენიმე დღით მარცვლეული შეენახათ. 1997 წლიდან ნეკრესში სამონასტრო ცხოვრება დაიწყო, 2 წლის წინ, უკრაინიდან ჩამოასვენეს 32 წმინდანის ნაწილები, მათი ნახვა დამთვარიელებელს დღესაც შეუძლია.

ნონა ბერიძე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s