RSS

თბილისი უსადენო ინტერნეტით დაიფარება

05 ივნ

2012  წლის ბოლომდე თბილისის ყველა უბანი უფასო, უსადენო ინტერნეტით დაიფარება.

როგორც თბილისის მერის გიგი უგულავას ”ფეისბუქის” გვერდზე წერია, პროექტი მიზნად ისახავს კომუნიკაციის თავისუფლებას, განათლებისა და ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობას, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.

”პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ, სწრაფი და კომფორტული მომსახურებით სარგებლობა ქუჩებში, სკვერებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მანქანაში, ავტობუსში და მეტროში იქნება შესაძლებელი. უფასო ინტერნეტით სარგებლობისთვის საკმარისია მომხმარებელმა ჩართოს კომპიუტერი, ტელეფონი ან სხვა მოწყობილობა, მოძებნოს ქსელი სახელწოდებით-Tbilisi Loves You და შევიდეს ქსელში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე” – აღნიშნავს უგულავას ”ფეიჯის” ადმინისტრატორი.

მისივე ცნობით, ამჟამად უფასო-უსადენო ინტერნეტით სარგებლობა განახლებულ დავით აღმაშენებლის გამზირზე, აბანოთუბანში, თავისუფლების მოედანზე, გლდანსა და ვარკეთილშია შესაძლებელი. WiFi სისტემით თბილისის სრულად აღჭურვა 2012 წლის ბოლოს დასრულდება.

”აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვანი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საქმიანი, საგანმანათლებლო თუ გასართობი მიზნებისთვის ინტერნეტს აქტიურად იყენებს. სახელმწიფო პატრონაჟით მსგავსი სახის მასშტაბური პროექტის განხორციელება უპრეცედენტოა მსოფლიოს მასშტაბით.თბილისის მერი სტუდენტებს შეხვდა და ინტერნეტ ქალაქის მნიშვნელობაზე ისაუბრა” – წერია გიგი უგულავას FB-გვერდზე.

თბილისის მერმა ”ფეისბუქში” ამ პროგრამის სარეკლამო ვიდეორგოლიც  ”თბილისი ინტერნეტ-ქალაქი” განათავსა და ”ფეიჯის” cover-ად აღნიშული სიახლის მანიშნებელი ფოტო დააყენა.

http://www.bpi.ge/index.php?option=com_content&view=article&id=4968%3A2012———&catid=936%3A2011-11-06-17-06-59&lang=ka

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s