RSS

მარსის მეტეორიტებში მეცნიერებმა “სიცოცხლის ნაწილაკები” აღმოაჩინეს

29 მაისი

ამერიკელმა მეცნიერებმა შეძლეს მეტეორიტებზე, რომლებიც მარსიდან ჩამოფრინდა, ორგანული ნივთიერების კვალი აღმოეჩინათ. ასტრონომებმა შეისწავლეს მარსის ზედაპირიდან დედამიწაზე მოხვედრილი 11 მეტეორიტი. მათგან ყველაზე უძველესის ასაკი 4,2 მილიარდ წელს აღწევს, ხოლო ყველაზე “ახალის” დაახლოებით მილიონ წელს. მეცნიერებმა გარკვეული დრო დახარჯეს, რათა გაეგოთ, რომ მათ წინ სწორედ ამოუცნობი ობიექტებია. თავდაპირველად, ვარაუდობდნენ, რომ მეტეორიტები შეიძლება მიწიერი წარმოშობის იყოს ან წარმოადგენდეს კოსმოსურ ნამსხვრევს.

ასტეროიდების შიგნით ასტრონომებმა იპოვეს ორგანული ნივთიერებების კვალი. მათი რამდენიმე ფრაგმენტი შეიცავდა ნახშირწყალბადის მოლეკულას, რომელიც შედგება ნახშირბადის ატომების ჩაკეტილი რგოლის და სხვა ქიმიური ელემენტისგან.
ვაშინგტონის კარნეგის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი ენდრიუ სტილის ხელმძღვანელობით დარწმუნებულია, რომ მათ მიერ აღმოჩენილი ნივთიერებები წარმოიშვა მარსის წიაღის აქტივობის შედეგად. ერთ ერთი ვერსიის მიხედვით,ეს მეტეორიტები უცხოპლანეტელი ვულკანების ყელის სიახლოვეს “გაჩდნენ”.

თუმცა სკეპტიკოსები კვლავ ამტკიცებენ,რომ ორგანული ნაერთები მეტეორიტების ზედაპირზე მოხვდნენ ან მაშინ როცა ისინი დედამიწაზე უკვე იყვნენ, ან ასტეროიდების გადაადგილებისას კოსმოსში. სტილის ჯგუფი ამტკიცებს,რომ ეს ნაკლებ სავარაუდოა, რადგან უცხოპლანეტელი ობიექტების კვლევების დროს არ იყო ნაპოვნი მიწიერი წარმოშობის ნივთიერება რთული სახელწოდებით “დიბენზოტიოფენ”, რომელიც შეიძლება აღმოაჩინო ჩვენს პლანეტაზე ჩამოვარდნილ მეტეორიტთა უმრავლესობაზე.

მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, ამერიკელი ასტრონომები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მარსზე ისევე როგორც დედამიწაზე, მიმდინარეობდა პირველადი ორგანული ნივთიერების ან “სიცოცხლის ნაწილაკი”-ს დაგროვება. ასტრონომები არ გამორიცხავენ, რომ ეს პროცესი დედამიწაზე და ცეცხლოვან პლანეტაზე შეიძლება მსგავსი სცენარით მიმდინარეობდეს.
აღსანიშნავია, რომ თებერვალში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარსზე ოკეანე არსებობს.

http://www.ghn.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s