RSS

ილიას ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი

26 მაისი

This slideshow requires JavaScript.

ყვარელში, ტურისტებისთვის, ერთ-ერთი საინტერესო, ილია ჭავჭავაძის მუზეუმია, რომელიც 1937 წელს ქართველი მწერლის, გიორგი ლეონიძის ინიციატივით გაუხსნიათ. 1943 წლის 22 მაისიდან, მუზეუმმა სახელმწიფო სტატუსი შეიძინა, ხოლო 1987 წლიდან, იგი პირველი კატეგორიის მუზეუმი გახდა. დღეს, კი ილიას სახელმწიფო მემორიალური მუზეუმის სახელს ატარებს.

2007 წლის 27 მაისს ქართველ ბიზნესმენთა საქველმოქმედო ვახშამი ჩატარდა, შემოსული თანხა და კიდევ სხვა შემოწირულობები მუზეუმის ფონდში გადაირიცხა, ამას დაემატა კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს, კახეთის რეგიონის, ილიას მშობლიური ყვარლის, მთელი საქართველოს ფინანსური და მორალური მხარდაჭერა და მუზეუმის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.

სტუმრებისთვის საინტერესოა, მუზეუმში გამოფენილი ილიას მემორიალური ნივთები,”ივერიის” რედაქციის კაბინეტი, გაზეთ “ივერიის” ორიგინალები, ილიას მოვერცხლილი ხელჯოხი, საანგარიშო, ილიას ბიბლიოთეკის ნაწილი (ენციკლოპედიები), სუნამოს ბოთლი მისი ინიციალებით, ფრანგული წარმოების პერანგი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ხელნაწერი (1979წ.) და 1987 წელს მისივე დაწერილი ილია მართლის ხატი, ასევე შეგიძლიათ ნახოთ ილიას ნაწარმოებზე შექმნილი ფერწერული ნახატები როგორებიცაა: ლადო გუდიაშვილის “კაცია-ადამიანი” “აჩრდილი”  და სხვა ცნობილი მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრები.

2007–2008 წლებში ყველა ფერწერულ ტილოს რესტავრაცია  ჩაუტარდა, შეკეთდა ილია ჭავჭავაძის მამისეულ საცხოვრებელი სახლი და მარანი, ასევე რესტავრირებულია მუზეუმის ეზოში მდგარი საგვარეულო კოშკი, რომელიც  თავშესაფრად გამოიყენებოდა.

სამ სართულიან კოშკს 16-17 საუკუნეებს მიაკუთვნებენ, რომელიც კახეთისათვის დამახასიათებელი საპორთიპიკაციო  ქვის წყობითა და სათოფურებითაა ნაშენი. შესასვლელის თავზე ამოტვიფრულია ჯვარი, როგორც ქრისტიანობის სიმბოლო. კოშკის სათოფურები ცერადაა გამოჭრილი, რადგან გარედან ნასროლი ტყვია შიგნით ადამიანს არ მოხვედროდა. ოთახში იყო რამდენიმე ტახტი, თაროები და ბუხარი. კოშკში, იმ დროინდელი მემორიაალური ნივთებია მოთავსებული.

ერთ-ერთი ლეკების თავდასხმის დროს, 1837 წლის 27ოქტომბერს (8 ნოემბბერი) , გამთენიისას  ამ კოშკში დაბადებულა ილია. ილიას დაბადების მოწმეა სახლის ეზოში  მდგარი ხუთასწლოვანი კაკალიც, რომელსაც დღემდე მსხმოიარეა.

ილიასეულ ეზოში, წისქვილი და წყლის არხიცაა. წისქვილში ხიდან ამოკვეთილი ორი მარცვლეულის შესანახი ძველებური „კოდი“დგას.  90-იან წლებში ეს წისქვილი დღეღამის განმავლობაში მუშაობდა და მოსახლეობისთვის მძიმე პერიოდში საფქვავი იფქვებოდა.

ძველი ქართული სტილით აშენებულ ილიას საცხოვრებელი სახლის აივნის მოაჯირეები ხისგან გაკეთებული ორნამენტებითაა გაფორმებული. სახლის ჩრდილოეთ კედელი ფანჯრების გარეშეა, რადგან თავდაცვის მიზნით, დაღესტნის მხარეს ფანჯრებს არ უკეთებდნენ.

სახლი სამი ოთახისგან შედგება, საჯალაბოსაგან, მისაღებისგან და საძინებლისგან. შესასვლელში გვხვდება კედელში ჩაშენებული თაროები, ბუხარი, თახჩები, წალოები, ბანქოს მოძრავი მაგიდა და სხვა. მისაღებში ილიას დედისა და მამიდის ზარდახშები, მამისეული სკამი–სავარძელი, კიდევ ერთი ბანქოს მაგიდა და ძველებური ნარდი, სამოვარი, ხელსაქმის მაგიდა, სადაც საქსოვები,  საქარგები, საწერკალამი და ფურცლები ინახებოდა, რომელიც კოტე მარჯანიშვილის დედას, ლიზო ჭავჭავაძეს ეკუთნოდა და მისი სურათით არის გაფორმებული. რაც შეეხება საძინებელს, იგი  აგურით არის მოპირკეთებული. ოთახში დგას მოფარდაგებული ტახტი, კომოდი, სარკე, ტანსაცმლის კარადა, ნახშირის უთო და ილიას წინაპრების ნაქონი თოფ–იარაღი. სახლ-მუზეუმის სტუმრები ასევე იხილავენ ზეთის ლამპებს, ილიას მიერ შეძენილ მაგიდას და სკამებს, მათი ოჯახის და წინაპრების ხატებს და ბევრ სხვა საინტერესო მემორიალურ ნივთებს.

სახლს მიშენებული აქვს მარანი, რომელიც, როგორც წესი უფრო დიდი შენდებოდა ვიდრე სახლი. მარანში სხვადასხვა ზომის 37 ქვევრია, სადაც 40 ურემი ყურძენი იწურებოდა. მარანში ცაცხვის ხის მორიდან ამოჭრილი ორი საწნახელიცაა, მუზეუმის გიდის, მაია შავბალახაშვილის თქმით, ერთს რქაწითელის და მეორეს საფერავის დასაწურად იყენებდნენ. საწნახელთან დევს წნელი,  რადგან მხოლოდ სუფთა წვენი ჩასულიყო ქვევრში. მარნის მარჯვენა კედელში  ბუხარია, რომელიც ზამთარში სითბოსათვის იყო საჭირო.

”წელს, ილიას სახელმწიფო მუზეუმს საიუბილეო წელი აქვს, მუზეუმის დაარსებიდან 75 წლისთავი, ილიას დაბადებიდან 175 წლისთავი, ილიას მკვლელობიდან 105 წლისთავი, ხოლო ილიას წმინდანად შერაცხიდან 25 წლისთავი. 8 ნოემბერს, კი “ილიაობაა”, სადაც მუდამ უამრავი სტუმარი ჩამოდის ხოლმე,” – ამბობს “ილიას სახელმწიფო მუზეუმის” დირექტორი თამარ ზურიაშვილი.

ნონა ბერიძე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s