RSS

ვეძათხეველების ტრაგედია – სტიქიამ კიდევ ერთი ახალგაზრდა იმსხვერპლა

25 მაისი

This slideshow requires JavaScript.

http://www.icmm.ge/ka/site/news/1605/%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98—%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%98.htm?fb_comment_id=fbc_10150922906334643_22567218_10150923492299643

ოლიკო ცისკარიშვილი

ვეძათხევამდე ფეხით ძლივს ავედით, ის მდინარე, რომელიც რამდენიემე დღის წინ გადაუღებელი წვიმების შედეგად, უეცრად ადიდდა და 24 წლის გარსევან გოგოჭურის სიცოცხლე იმსხვერპლა, ფეხით გამოვიარეთ. გზადაგზა, სოფლის მაცხოვრებლები გვხვდებიან დაგვიყვებიან როგორ წაიღო უცბად მოვარდნილმა მდინარემ ახალგაზრდა გარსევანის სიცოცხლე. დარდობენ სტიქიის მსხვერპლს და ჩივიან, რომ მდინარე არყალაზე ხიდიც კი არაა, რომ უცბად მოვარდნილი მდინარისგან ადგილობრივები დაზღვეულნი იყვნენ. რადგან სოფელში სკოლაც არა, პატარებს ამ მდინარის გადავლა უწევთ, ათკომლიანი სოფლის შიში საფუძველს მოკლებული არაა.
გარსევანი თბილისის პროზექტურიდან უკვე გადმოსვენებული დაგვხვდა, მასთან ბებია იჯდა და ხმამაღლა მოსთქვამდა. ეზოში მდუმარე ვეძათხეველები იდგნენ. 48 წლის გარსევანის დედა, რომელიც უკვე მეოთხე შვილის სიკვდილს გლოვობს, მოგვიანებით შემოვიდა. გარსევანი, მამაპაპისეულ სახლშიც კი ვერ დაასვენეს, რადგან იქ შეუძლებელი იყო მიცვალებულის პატრონობა, იმდენად შელახულია სახლი, კელდებიდან და სახურავიდან წვიმის დროს წყალი ჟონავს. სტიქიისგან დასახიჩრებული ახოვანი ვაჟკაცი, გარდაცვლილი ბიძის სახლში ასვენია.


ბებია მდინარისგან წართმეულ შვილიშვილს ტირის, გარსევანს ალბათ შაბათს მიაბარებენ მიწას, “მზის გულზე ხომ არ დავტოვებთ, არადა, გასვენების ფულიც არ გვაქვს,” – დარდობს უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის უფროსი.
დარეჯან ზვიადაური, ორშაბათს საღამოდან ელოდა შვილს, სოფელმა მინდორ-მინდორ და წყალ-წყალ ეძება, მაშველებმა წყალთან იპოვეს გარდაცვლილი, ზეგ ადიდებული მდინარისგან მოგლეჯილი ლოდი ეგდო. ოთხი წლის წინ, სწორედ ამ მდინარის ადიდებას ემსხვერპლა მისი 21 წლის ვაჟიც, რომელიც ექიმთან იმიტომ ვერ ჩაიყვანეს, რომ მდინარე იყო ადიდებული, ვერც სასწრაფო დახმარება გადმოვიდა სოფელში.
სოფელი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროზეა გამწყრალი. თვლიან, რომ სახელმწიფოსგან მიტოვებულნი არიან. მეწყერსაშიშ ზონაში მდებარე სოფელი მათგან ყურადღებას ითხოვს.
“მაინცდამაინც მიწამ უნდა წაგვიღოს? _ ჩივის ვეძათხევის მკვიდრი თამარ ინაშვილი, – დღეს ეს ბიჭი წაიღო წყალმა, ხვალ ჩემ შვილს წაიღებს. ბავშვები სკოლამდე 12 კილომეტრსა და გზად სამ მდინარეს გადიან, რა გარანტიაა, რომ ისევ არ მოვარდება მდინარე და ჩემ შვილს არ იმსხვერპლებს? ახლა ბავშვებს სკოლაში არ ვუშვებთ. იმ დღესაც ჟურნალისტები მოვიდნენ და მდინარეზე ვერ გადმიოვიდნენ. სოფელში ვერ შემოვიდნენ და უკან გაბრუნდნენ.”
“ეს პირველი შემთხვევა არაა, ადიდებული მდინარის გამო, ავადმყოფი ვერ გავიყვენეთ სოფლიდან და ხელში ჩაგვაკვდა,” _ ამბობს 52 წლის ნოდარ მინდიკაური.
“ხედავენ სოფელი იღუპება და ყურადღებას არ გვაქცევენ. ხედავენ, აქ ხალხი იღუპება. სოფელს უკიდურესაც უჭირს. პროდუქტს ზურგით ეზიდევბიან კილომეტრობით. ასეთი გაჭირვებული სოფელი არ მინახავს, მთავრობა ხედავს, რომ სოფელი სულს ღაფავს და მშველელი არსაიდან არაა,” _ ამბობს 60 წლის ამირან გოგოჭური, – დღეს ერთი, ხვალ მეორე და სოფელში აღარ დარჩება არავინ.”

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s