RSS

საგურამოს ნაკრძალი – ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი

22 მაისი

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

საგურმოს ნაკრძალი, თბილისიდან 25 კილომეტრის დაშორებით, აღმოსავლეთ საქართველოში, საგურამოს ქედზე მდებარეობს. ნაკრძალი დაარსებულია 1946 წელს. მისი ფართობია 5241 ჰექტარი. ნაკრძალი დიდი ფართობი ტყითაა დაფარული. ხემცენარეებიდან გავრცელებულია წიფელი, რცხილა, მუხა, თელა, ნეჯერჩხალი, პანტა და სხვა. ნაკრძალში ხშირად ნახავთ კავკასიურ ირემს, შველს. ძალიან ცოტანი არიან დათვი, მელა, ფოცხვერი, ტყის კატა, მგელი, ტურა, იშვიათად ჯიქი.

საგურამოს ნაკძალს უნიკალური პოტენციალი აქვს ეკოტურიზმისა და ექსტრემალური ტურიზმის განვითარებისთვის. მისი მდებარეობა და ეკოსისტემა ძალიან მიმზიდველია, როგორც ადგილობრივი ტურისტებისთვის, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის. საგურამოს ნაკრძალი იქ გავრცელებული უნიკალური სახეობის ცხოველებითა და ფრინველებით შესაძლებლობას იძლევა საინტერესო გახდეს ”ბორდვეჩერებისთვისაც”. ასეთი სახის ტურიზმი ძალიან პოპულარულია საზღვარგარეთის ბევრ ქვეყნებში. საგურამოს ნაგრძალშიც შეიძლება დაიდგას ბორდვეჩერებისთვის სათვალთვალო პუნქტები და ტურისტებს შესაძლებლობა მიეცეთ მათზე დაკვირვების.

 

დატოვე კომენტარი