RSS

ყვარლის ტბაზე სეზონი გაიხსნა

21 მაისი

This slideshow requires JavaScript.

კახეთში, ყვარელში 60-იან წლებში რაიკომის მეორე მდივანმა, კოლმეურნეობისა და საბჭოთა მეურნეობის საწარმოო სამმართველოს პარტიულო კომიტეტის მდივანმა გივი ზაუტაშვილმა გადაწყვიტა ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით კავკასიონის სამხრეთ კალთების ქვეშ მდებარე, ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორია კურორტად ექცია. იმ წლებში, იქ მხოლოდ მთავრობის ხალხს შეეძლო დასვენება. აქ, სადაც დღეს ყვარლის ტბის კომპლექსია, პატარა ქოხი იდგა, სადაც მთავრობა რამდენიმე დღით სათევზაოდ და სანადიროდ ჩამოდიოდა. დღეს, კი ყვარლის ტბა, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი ადგილია, იმათთვის ვისაც ქალაქის ხმაურისგან დასვენება სუფთა ჰაერზე და კარგ ბუნებაში სურთ.

 ”m-group” – ის გადაწყვეტილებით, კი 2 წლის უკან აქ ახალი კომპლექსი აშენდა, საუკეთესო ხედით ყვარლის ტბაზე. კომპლექსის ადმინისტრაცია, თავის დამსვენებელს აქ ბანაობას არ ურჩევს. ტბა, რომელსაც 44 ჰექტარი უკავია და რომლის სიღრმე 20 მეტრია, მდინარე ბურსა და ჩაგურგულაში ჩაედინება.

ადმინისტრაცია 12 თვის განმავლობაში მზად არის ემსახუროს დასასვენებლად ჩასულებს. თუმცა, სეზონი აპრილში იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება.

ყვარლის ტბას, ტურისტების სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ, წელს ადმინისტრაცია გაცილებით მეტს ელის, რადგან რუსეთთან უვიზო რეჟიმი გაიხსნა.

ტურისტებისთვის, ყვარლის ტბის კომლექსში  გაშენებულ ბაღებში ატმისა და ვაშლების ხეები ყვავის. სექტემბრისთვის ვენახიდანაც მოსავალს ელოდებიან. ტურისტების მომსახურეობაში შედის ქართული ტრადიციების გაცნობა: შოთის გამოცხობა, ჩურჩხელების ამოვლება და რა თქმა უნდა, ქართული ღვინის დაგემოვნება. ეცნობიან ქართული ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს.

წელს, ყვარლის ტბაზე ჩამოსულ დამსვენებელს განახლებული კომპლექსი დახვდება.მომსახურეობას დაემატება სპა-მასაჟები, სპორტ დარბაზი. ღია ცისქვეშ ორი აუზი, გასარუჯი ზონით.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისს ყვარლის ტბაზე გაიმართა დაჯილდოება „ მერკური 2011 „, სადაც კურორტმა 2010 წლის შედეგებით, ტურიზმის განვითარების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებისთვის ნომინაციაში „ წლის ტურისტული ბიზნესი“ გაიმარჯვა.

ამალია ამბარცუმიანი

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s