RSS

მიტოვებული წევა და აკაკი გაჩეჩილაძის გამოფენა

21 მაისი

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

ზესტაფონის რაიონის სოფელ წევაში, რამდენიმე დღის წინ, უნიჭიერესი მხატვრის აკაკი გაჩეჩილაძის, საგვარეულო სოფელში, გამართულ გამოფენას ვსტუმრობდი. გამოფენა სკოლაში გაიმართა, სადაც დღეს მხოლოდ 21 მოსწავლე სწავლობს. მხატვრის, ორი წლის განმავლობაში შექმნილი უნიკალური 30 ტილოს გამოფენა სოფლისთვის და რაიონისთვის ერთგვარი სტიმულია. მხატვარმა აკაკი გაჩეჩილაძემ სოფლის და რაიონის მოსახლეობა არა მარტო აზიარა თანამედროვე ხელოვნებას, არამედ, თავისი ქმედებით სხვებს მაგალითი მისცა.

გამოფენიდან წევის წმინდა გიორგის სამნავიანი ბაზილიკის ტაძარს მივაშურე. უნიკალური ფრესკები და არქიტექტონიკა მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.

წევამდე გზა, მდინარე ძირულას ხეობიდანი მიუვალია და ინფრასტრუქტურა საზღვარგარეთელი ვიზიტორებისთვის ნამდვილად პრობლემას ქმნის, რომ ეს ტაძარი ნახონ. თუმცა მისით, არა მარტო საზღვარგარეთელი, ადგილობრივი ტურისტებიც მოიხიბლებოდნენ.

წევას, წმინდა გიორგის სახელობის მეთერთმეტე საუკუნის ტაძარი თლილი ქვისა  და კირისგანაა ნაშენი.

”წევას ტაძარი მე-11 საუკუნითაა მოხსენიებული, თუმცა ზოგი მკვლავარი მე-14-ე საუკუნესაც მიაკუთვნებს. ეკლესიაც და სოფელიც თამარ მეფის სახელს უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, თამარ მეფეს მშენებლობისთვის დიაკვანი, ჯაჭვაძე, გამოუგზავნია, რომელიც გაჩეჩილი თმებით დადიოდა. აქედან წამოვიდა ეს გვარიც. მისი მოდგმა გაჩეჩილაძეები არიან. ფრესკებსაც მე-14 საუკუნეს მიაკუთვნებენ. ვახუშტი ბატონიშვილი ამ ტაძარს სასწაულმოქმედ ტაძრად მოიხსენიებს, – გვიყვება ეპარქიის მემატიანე მალხაზ მაჭავარიანი და იხსენებს, რომ კომუნისტური რეჟიმის დროს, ჩვენს ეპარქიაში აკრძალული იყო წირვა-ლოცვა. პირველი წირვა წევაში 1988 წელს აღევლინა. ამოვიდა მილიცია და იყო ერთი გაწევ-გამოწევა და საბოლოოდ, მილიციაც მოლბა და ღამე წირვა აღევნინა. ეს საოცრება იყო. ეხლაც, მე მწამს რომ ამ ტაძრის მეშვეობით აგვისრულდება ყელა თხოვნა, როგორც ჩვენი ქვეყნისადმი, ასევე ჩვენი ახლობლებისადმი.

ახლა, კი მამა გიორგი, თითქმის ყოველ ოთხშაბათ ზესტაფონიდან ამოდის თავის მრევლთან. მალხაზ მაჭავარიანის თქმით, ტაძარი პირველად, 2000 წელს, მიტროპოლიტმა კონსტანტინემ აკურთხა. განახლდა საკურთხეველი. ნაწილობრივ აღდგა უძველესი ფრესები, თუმცა ტაძრის სხვა კედლებიც მოსახატია. ყოველ 28 ივნისს წევის წმინდა გიორგის სახლობის ტაძარში კვირიკობა აღინიშნება, ამ დღეს აქ მთელი იმერეთი მოდის მოსალოცად.

თუმცა თუკი, აკაკისნაირი ადამიანები თუ წევას არ მიატოვებენ, სხვებსაც მხოლოდ 28 ივნისს არ გაახსენდებათ წევა.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s