RSS

საუკუნის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადება – ალერგია

15 მაისი

საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად ალერგიული დაავადებები ითვლება. სტატისტიკური მონაცემებით, ალერგია თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიოს მოსახლეობის 12-15%-ს აწუხებს.

ტერმინი ‘’ალერგია’’ მედიცინაში ავსტირელმა პედიატრმა პირკემ 1906 წელს დაამკვირდა. ალერგია ეს არის ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა ამა თუ იმ ორგანული თუ არაორგანული ნივთიერების მიმართ.  ექიმების ვარაუდით, 2050 წელს მსოფლიო მოსახლეობის 50% ალერგიით იქნება შეპყრობილი.

 

პოლინოზი, ანუ “თივის ცხელება” (ალერგია მცენარეთა მტვრის მიმართ) და ალერგიული რინიტი მოსახლეობის 8-10%-ს აწუხებს. ხოლო ალერგიული დერმატიტი, კანის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 11 წლამდე ბავშვებში.

ურტიკარია, ანუ “ჭინჭრის ციება” და “კვინკეს შეშუპება”, კი ყოველ წელს მოსახლეობის დაახლოებით 12%-ს ემართება.

წამლებზე ალერგიული რეაქციები ჰოსპიტალიზებული პაციენტების 2-3%-ს უვითარდება. 6 წლამდე ასაკის ბავშვთა 8%-ს აქვს საკვების რომელიმე სახეობის აუტანლობა, აქედან 2-4%-ს უყალიბდება კვებითი ალერგია, ხოლო მოზრდილებში კვებითი ალერგია 1 – 2%-ს აწუხებს.

ანაფილაქსია – დაუყოვნებელი შოკური ტიპის ალერგიული რეაქცია, მოსახლეობის დაახლოებით 3%-ს უვითარდება.

სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობაში ალერგიის გავრცელების სარწმუნო სტატისტიკა არ არსებობს.

ალერგიული დაავადებები განსაკუთრებით გაზაფხულსა და ზაფხულში იჩენს თავს, როდესაც ბუნება იღვიძებს, მცენარეები ყვავის და ალერგიული რეაქციების გამომწვევი ნივთიერებების ანუ ალერგენების რიცხვი ძალიან დიდია.

ალერგიული დაავადებები, საშუალოდ დედამიწის მოსახლეობიდან ყოველ მეათეს აღენიშნება. ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ალერგიით დაავადებულთა რიცხვი 4-ჯერ გაიზარდა. გავრცელების მიხედვით, ალერგიული დაავადებები მე-3 ადგილს იკავებენ (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები).

ადრეულ ასაკში ალერგენი ხშირად საკვებია, ხოლო მოზრდილ  ასაკში შეიძლება იყოს რომელიმე მცენარე, მტვერი, ცხოველების ბეწვი, ფრინველების ბუმბული, ობი, მედიკამენტები, პარფიუმერია, სარეცხი საშუალებები და სხვა.  ფაქტობრივად,  აპრილსა და მაისის ბოლოს ყველა ხე-მცენარე აყავებულია. ამას თან ერთვის მაისიდან ბალახის ყვავილობა, თუ ადამიანს რომელიმე მცენარის მიმართ ალერგიული დამოკიდებულება აქვს. ამ დროს, მას ალერგიისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები ეწყება. ეს შეიძლება გამოვლინდეს კანზე გამონაყარით, ალერგიული რინიტით (სურდოს სახით), ალერგიული კონიუნაქტივით (თვალების წვა, ქავილი, ცრემლდენა, შეშუპება, სიწითლე ) და ასთმური მოვლენებით.

ამ სიმპტომებთან ბრძოლის დროს, დაავადების გამოვლენისას, აუცილებელია ექიმთან მისვლა. თავიდან საჭიროა ალერგენის განსაზღვრა. მაგალითად თუ ბავშს რომელიმე საკვების შემდეგ გამოაყარა, მაშინ ეს მისი ალერგენია. თუ სეზონს ემთხვევა. ანდა ვთქვათ, მარტში ყვავის რაღაც მცენარე და დადგინდა, რომ მას აქვს გამონაყარი რომელიღაც ყვავილის მტვერზე, მაშინ უნდა შეიზღუდოს ამ პერიოდში მისი გარეთ გასვლა.

არსებობს ისეთი ალერგიული დაავადება, რომელიც ადამიანს შეიძლება არა მემკვიდრეობით გადაეცეს, არამედ დროთა განმავლობაში შეიძინოს, მაგალითად კონტაქტური ალერგიული დერმატიტი.

ალერგია ასევე შეიძლება ორსულებში შეგვხვდეს. ორსულობა შესაძლებელია გახდეს მაპროვოცირებელი ფაქტორი  გამოვლენის, ან უკვე არსებული დაავადების გამოწვევის სახით. აქედან გამომდინარე, ალერგიული ორსული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. ალერგიის სიმძიმიდან გამომდინარე მეანგინეკელოგის ან ალერგოლოგის კონსულტაცია მიიღოს. სწორად და ოპტიმალურად შერჩეული პრევენციული სისტემა თავიდან ააცილებს მას ორსულობის არასასურველ მიმდინარეობას.

ექიმების რჩევაა, რომ ვისაც აწუხებს ალერგია ალერგიის პრველივე გამოვლენებისთანავე, ექიმს დროულად მიმართოს.

ალერგიის პროფილაქტიკისთვის ბავშვებში ექიმები გვირჩევენ:

რაც შეიძლება დიდხანს კვებეთ ბავშვი დედის რძით – ამის შედეგად ბავშვის იმუნური სისტემა მკვეთრად ვითარდება; ბავშვი აბანავეთ ბავშვებისათვის წარმოებული სპეციალური არაალერგიული საპნით. რეგულარულად  გაათავისუფლედ მტვრისგან ბავშვის ოთახი; არ  ჩააცვათ ბავშვს ახალშეძენილი ტანსაცმელი გაურეცხავად.

მოამზადა ხატია გოგოხიამ

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s