RSS

კავკასია სეისმურად გააქტიურდა

09 მაისი

საქართველოში  50 ათასი მეწყრული უბანი და 3 000_მდე ღვარცოფული ხევია აღრიცხული. აზერბაიჯანში მათი რიცხვი 8 ათას ხუთასია, სომხეთში კი მხოლოდ 3 ათასი.

საქართველოში, ამ უბნებზე, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება ვერ განხორციელდება, მაგრამ მოსახლეობის დაცვისა და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა მუდმივი მეთვალყურეობა და ამასთან გასატარებელია პროფილაქტიკური სამუშაოებიც.

ჩვენს ქვეყანაში მეწყერის საშიშროების ზრდას ხელს უწყობს მიწისძვრის მომატებული რისკიც.

ორი დღის წინ, საქართველოში 40 მიწისძვრა დაფიქსირდა, აქედან ყველაზე ძლიერი 5.7 ბალიანი იყო. საბედნიეროდ, როგორც გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ემილ წერეთელმა განგვიცხადა მიწისძვრების შედეგად მეწყრული ზონები არ გააქტიურებულა. ყველზე აქტიური მეწყრული უბანი გუდამაყარში, სოფელ მაქართასთანაა, მცოცავი მეწყერის ჩამოწოლა  ეს იმას, მიშნავს, რომ 13 სოფელი გარემო სამყაროს მოწყდება. „საქართველოში 50000–ზე მეტი მეწყრული უბანია, მაგრამ მიწისძვრისა და წვიმების შედეგად არც ერთი უბანი არ გააქტიურებულა, ხოლო სოფელ მაქართასთან სადაც ერთ-ერთი მეწყრული უბანია სპეციალისტები არიან გაგზავნილები, რათა გაიგონ თუ რა სიტუაციაა“, – ამბობს ემილ წერეთელი.
რთული რელიეფის გამო, საქართველოსთვის წყალდიდობები და ღვარცოფები უკვე წლებია ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ქვეყანაში მდინარეების დიდ ნაწილზე ნაპირსამაგრი სამუშაოები წლების განმავლობაში არ ჩატარებულა, ხოლო რაც ჩატარდა საკმაოდ მცირეა. მთიდან დამდნარმა თოვლმა გუშინ კახეთის თითქმის ყველა მდინარის დონე აწია, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის მოსახლეობას და სახნავ-სათეს მიწებს.

გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო მონაცემებით, საშიშ ზონაში 3 000-მდე დასახლებული პუნქტი, 40 000-ზე მეტი ოჯახი და 4,7 მლნ ჰექტარი ტერიტორიაა. შედეგად ქვეყნის ყველა რეგიონი საკმაოდ სერიოზული საფრთხის წინაშეა და მთავრობამ ამ პრობლემის მოგვარებაზე საწრაფოდ უნდა იზრუნოს.

 

სპეციალისტების დაანგარიშებით, ბუნებრივი კატასტროფები, ქვეყანას წელიწადში მინიმუმ 150-ით მლნ ლარით აზარალებს.

რთული რელიეფის გამო საქართველოსთვის წყალდიდობები და ღვარცოფები უკვე წლებია, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

სპეციალისტთა მონაცემებზე დაყრდნობით, მეწყერების საშიშროების თვალსაზრისით, საქართველოს მთელს კავკასიაში უმაღლესი რისკის ზონად ფასდება. გეოლოგიური საშიშროების დეპარტამენტის უფროსის, ემილ წერეთელის განმარტებით, მეწყრული მოვლენები ჩვენს ქვეყანას მიწების განადგურებას უქადის. ასეთ უბნებზეა მოქცეული როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები და ისტორიული ძეგლები.

 

სეისმოლოგთა შეფასებით, მსოფლიოში გახშირებული მიწისძვრების ფონზე, კავკასია სეისმურად კიდევ უფრო გააქტიურდა, აქტიურობის ზრდას სპეციალისტები მომავალშიც ვარაუდობენ.

სეისმოლოგები მიიჩნევენ, რომ კავკასიაში ვულკანების გააქტიურებაც მოსალოდნელია. ამ მხრივ, საშიშროება მოსალოდნელია მყინვარწვერზე, ჯავახეთის მთებში.

მასალა მოამზადა შალვა მამუკაშვილმა

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s