RSS

პლასმასის წარმოება გარემოსთვის სერიოზული საფრთხეა

07 მაისი

ალფრედ ვეგენერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ბრიტანელ და ჩინელ კოლეგებთან ერთად აღმოაჩინეს, რომ პლასტიკა, რომელიც აჭუჭყიანებს ოკეანეს, წარმოქმნის უზარმაზარი მიკრონაწილაკების მასას, რომელიც საზღვაო ეკოსისტემისა და ადამიანებისათვის ახალ, ჯერ ნაკლებად შესწავლილ საფრთხეს წარმოადგენს.

პლასტმასის წარმოების გლობალური ზრდა, რომელიც საბოლოოდ ოკეანეში ხვდება, სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. განსაკუთრებულად საშიში პლასტიკის მიკრონაწილაკია – წყალში პლასტმასის ნაწილებად გაიხსნილი, რომელიც გროვდება ცოცხალ ორგანიზმში. პლასტიკის მიკრონაწილაკი – ეს არსებითად არის პლასტმასის საგნების ნატეხი, დიამეტრით 5მმ. ბევრ შემთხვევაში, ეს არის ქვიშის, ან ნემსის წვერზე მცირე ნაწილაკები. სწორედ ეს თვისება ხდის მათ განსაკუთრებით საშიშს ზღვის მობინადრეებისთვის. პლასტიკის მიკრონაწილაკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ აბსორბირდება და ორგანიზმის მიერ ეფექტურად შეიწოვება.

თავის კვლევებში მეცნიერებმა გამოიყენეს ბადე 85მმ.-იანი უჯრედით, რაც საშუალებას იძლევა დავიჭიროთ 100.000 ჯერ მეტი ნაწილაკი, ვიდრე 450 მმ უჯრედებიანი ბადით. ამგვარად, პირველად გახდა შესაძლებელი, გაეგოთ, თუ როგორი სიშორის ზღვარზე ხდება პლასტიკის დაშლა და რამდენად ეფექტურად შეიწოვება ცოცხალი ორგანიზმების მიერ.

აღმოაჩინეს, ასევე, რომ პლასტიკის ნაწილაკების დიდი წილი მოდის პლასტიკურ გრანულებზე, რომელიც გამოიყენება პლასტიკური ნაწარმის დასამზადებლად, როგორიცაა კომპიუტერის კორპუსი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ბევრი ნაწილაკი წარმოიქმნება კოსმეტიკური და სარეცხი საშუალებებისგან. ისინი ხვდებიან კანალიზაციაში, მდინარეებში შემდეგ კი ზღვაში. გარდა ამისა, ყოველი პლასტიკური ბოთლი ან პაკეტი მოხვედრილი ზღვაში იშლება მიკრონაწილაკებად – ულტრაიისფერი სხივები პლასტიკს ხდის მსხვრევადს და ის ნაწილაკებად იშლება.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ეფექტურად აღწევს პლასტიკის მიკრონაწილაკი ჭაობის ფსკერზე, უკავშირდება მარილებს და ა.შ. მეცნიერებს აშფოთებს პლასტიკით ოკეანის დაბინძურება განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არაფერი ვიცით ამ დაბინძურების შესაძლო შედეგებზე.

http://www.ghn.ge

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s