RSS

გოგირდის აბანოები

06 მაისი

This slideshow requires JavaScript.

ლეგენდა, თბილისის ცხელი წყლების აღმოჩენაზე და მათზე ქალაქის გაშენებაზე, V ს. ქართლის მეფეს, ვახტანგ გორგასალს ეკუთვნის. X საუკუნეში, არაბი გეოგრაფი, იბნ ჰაუკალი – „გზათა და სამეფოთა წიგნში“, აღნიშნავს: „ქალაქში [თბილისში], არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს“. ისტორიული ცნობებით, XIII საუკუნის თბილისში, მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. თბილისის აბანოებზე, ცნობებს გვაწვდიან XIII-XIV სს. ვენეციელი მოგზაური, მარკო პოლო, XVIII საუკუნის რუსი ვაჭარი, ვასილ გაგარა, ასევე ვახუშტი ბაგრატიონი.

XVII-XIX სს. თბილისში, იყო ერეკლეს, ბებუთას, მელიქის, მეითრის (სუმბათოვის), გოგილოს, ორბელიანთა, თბილელის, მირზოევის, ხოჯას, „გრილი“ (შიოევის), „ჭრელი“ და სხვა აბანოები. დღემდე შემორჩენილ აბანოთა უმრავლესობა XVII-XVIII საუკუნეებში ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი და მერმინდელ სეიდაბადშია თავმოყრილი, ბოტანიკური ბაღის აღმართის დასაწყისში. სწორედ ამიტომ, ამ ადგილს აბანოთუბანი ეწოდა.

ამ აბანოებს, ძველ თბილისში მარტო სამკურნალო დანიშნულება არა ჰქონია; აქ ხშირად, მთელი დღით მოდიოდნენ მოქალაქეები, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ. აქვე ამოწმებდნენ სადედამთილოები საპატარძლოს სილამაზეს.

გადავწყვიტეთ, გოგირდის აბანოებს ვსტუმრებოდით, რათა გაგვეგო მისი ამჟამინდელი მდგომარეობა და მომხმარებლის აზრი.

გოგირდის აბნოებიდან ახლადგამოსული თემურ მიმდორაშვილი გვიყვება, რომ ამ აბანოების ერთ-ერთ მომხმარებელია და უკვე 14 წელია გოგირდის აბანოებით სარგებლობს და კმაყოფილმა აღნიშნა, რომ აბანოს მომსახურეობა ძალიან მოსწონს. მასთან საუბრისას შევიტყვეთ, რომ წლების განმავლობაში აწუხებდა რადიკულიტი და ნერვული სისტემის პრობლემაც ჰქონდა, რომელიც დღესდღეობით აღარ აწუხებს.

გოგირდის აბანოში, სადაც ნომრის ფასები 15 ლარიდან 80 ლარამდე მერყეობს, სალონიცაა, სადაც მომხმარებლისთვის ყველანაირი კომფორტია შექმნილი.

მეხუთე აბანოს დირექტორის განმართებით, გოგირდის აბანოებში არ შეიცვლება აბანოს ინფრასტრუქტურა და არც რაიმე სიახლე იგეგმება, რადგან ეს ტრადიციული ადგილია. მისი თქმით, ბევრი ადამიანი დადის სამკურნალოდ, უმეტესად ხანდაზმულები. სამწუხაროდ, აბანოებს ტურისტები თითქმის არ სტუმრობენ.

დირექტორი გვაფრთხილებს, რომ აბანოების ხშირი მოხმარება, არ არის რეკომენდირებული, იმ ადამიანებისათვის, ვისაც გულის პრობლემები აწუხებს.

სპეციალისტთა განმარტებით, არა მარტო გოგირდის აბანოები, არამედ სხვა მინერალური წყლების მოხმარებაც არ შეიძლება, ექიმის რეკომენდაციის გარეშე. რადგან ზოგჯერ სამკურნალოდ განკუთვნილი წყლები, შეიძლება საკმაოდ საშიში გახდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სპეციალისტები მომხმარებელს ნაბახუსევზეც არ ურჩევენ გოგირდის აბანოში ვიზიტს, რადგან შეიძლება ეს ფატალური შედეგით დამთავრდეს, რადგან გოგირდის აბანო, ამ შემთხვევაში, უარყოფითად მოქმედებს გულზე და სასუნთქ მილებზე, რაც შემდგომ იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას და  მის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.

მასალა მოამზადა ბელა არუთინოვმა და გიორგი ზედგენიძემ

 

One response to “გოგირდის აბანოები

  1. mariamii

    22/05/2012 at 21:19

    dzalian momecona sainteresoa

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s