RSS

სამოთხე წყალში მდიდარ ტურისტებს მოიზიდავს

04 მაისი

სამომავლოდ წყალქვეშა სასტუმროს აშენებას დუბაიში პოლონური კომპანია Deep Ocean Technology გეგმავს. როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, ამბიციური სასტუმრო გახდება სამოთხე წყალში და მდიდარ ტურისტებს მოიზიდავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

წყალქვეშა სასტუმროს ექნება დისკოს ფორმა, რომელთაგან ერთი ოკეანის ფსკერზე იქნება, ხოლო დანარჩენი ნაწილები იმოძრავებს წყალში და დროგამოშვებით ფსკერზე დაეშვება. სასტუმროში ოროთახიანი ნომრები იქნება და ტურისტი სპარსეთის ყურის წყალქვეშა სამყაროს სილამაზით დატკბება.

სასტუმრო კომპანია Drydocks World-ის ტექნოლოგიებთ შეიქმნება, რომელიც წყალქვეშა გემებს აშენებს.

დუბაის ხელისუფლება 2006 წელსაც იტყობინებოდა წყალქვეშა სასტუმროს აშენების შესახებ, სამთავრობო და კერძო კომპანიები 300 მილიონი დოლარის გამოყოფასაც გეგმავდნენ, თუმცა, მსოფლიოში ძვირადღირებული სასტუმრო ჯერ არ აშენებულა.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s