RSS

მეცნიერებმა ქართული ტრადიციული საკვები მცენარეების სამკურნალო თვისებები შეიწავლეს

30 აპრილი

მეცნიერებმა ქართული ტრადიციული საკვები მცენარეების სამკურნალო თვისებები შეიწავლეს. განათლების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ცნობით, მკვლევრებმა ციტრუსების, ქართული წითელი ყურძნის ექსტრაქტის და ქართული ხორცის სანელებლების შესახებ ჩატარებული კვლევების შედეგები დღეს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გამართულ კონფერენციაზე წარმოადგინეს.


სამივე სამეცნიერო პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ფარგლებში დააფინანსა.
კონფერენციას მედიცინის, ეკონომიკის, ტურიზმის, კვებითი მრეწველობის დარგების სპეციალისტები დაესწრნენ.
სამეცნიერო ჯგუფმა საქართველოს ნაციონალური კვებითი მცენარეებისა და მათგან დამზადებული პრეპარატების, კვების პროდუქტებისა და კერძების სამკურნალო–საწამლო თვისებების შესახებ ისაუბრა. მეცნიერთა განცხადებით, კვლევების შედეგების საფუძველზე შემუშავებულია რეკომენდაციები ქართული სანელებლების, ადგილობრივი ხორცის პროდუქტების წარმოებაში ჩართვისა და კვების დანამატების შექმნის შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სამივე პროექტი ჯამში 155 000 ლარით დააფინანსა. კვლევები “სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა და პრეზიდენტის გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის” კონკურსების ფარგლებში განხორციელდა. სამეცნიერო საქმიანობა სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე მიმდინარეობდა.

http://www.ipn.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s