RSS

“ბიჭი-კუს” ოპერაცია წარმატებით დასრულდა

30 აპრილი

ბრიტანეთის Great Ormond Street Hospital-ის კლინიკის ექიმებმა 6 წლის კოლუმბიელ დიდიე მონტალვოს თანდაყოლილი, კუს ბაკანის მსგავსი წამონაზარდის ოპერაცია გაუკეთეს. წამონაზარდი იმდენად დიდი იყო, რომ მშობლიურ სოფელში ბავშვს “ბიჭი-კუ” შეარქვეს და ყველა გაურბოდა, რადგან თვლიდნენ, რომ ეს სიმახინჯე უბედურების მომტანი იყო და მის სხეულს ბნელი ძალები იყვნენ დაპატრონებული.

პლასტიკური ქირურგიის ექიმმა ნილ ბოლსტროუდიმ, თავის კოლეგებთან ერთად, უნიკალური ოპერაცია ბოგოტაში ჩაატარა. ქირურგმა აღიარა, რომ არაფერი მსგავსი თავის პრაქტიკაში არასოდეს უნახავს.

მიუხედავად იმისა, რომ დიდიემ რამდენიმე სერიოზული ოპერაცია გადაიტანა, რადგან გიგანტური სიმსივნის მოცილების შემდეგ მას რამდენჯერმე დასჭირდა კანის გადანერგვა, ის უკვე სრულყოფილი ადამიანის ცხოვრებით იცხოვრებს.

http://www.geonews.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s