ბრიტანეთის Great Ormond Street Hospital-ის კლინიკის ექიმებმა 6 წლის კოლუმბიელ დიდიე მონტალვოს თანდაყოლილი, კუს ბაკანის მსგავსი წამონაზარდის ოპერაცია გაუკეთეს. წამონაზარდი იმდენად დიდი იყო, რომ მშობლიურ სოფელში ბავშვს “ბიჭი-კუ” შეარქვეს და ყველა გაურბოდა, რადგან თვლიდნენ, რომ ეს სიმახინჯე უბედურების მომტანი იყო და მის სხეულს ბნელი ძალები იყვნენ დაპატრონებული.
პლასტიკური ქირურგიის ექიმმა ნილ ბოლსტროუდიმ, თავის კოლეგებთან ერთად, უნიკალური ოპერაცია ბოგოტაში ჩაატარა. ქირურგმა აღიარა, რომ არაფერი მსგავსი თავის პრაქტიკაში არასოდეს უნახავს.
მიუხედავად იმისა, რომ დიდიემ რამდენიმე სერიოზული ოპერაცია გადაიტანა, რადგან გიგანტური სიმსივნის მოცილების შემდეგ მას რამდენჯერმე დასჭირდა კანის გადანერგვა, ის უკვე სრულყოფილი ადამიანის ცხოვრებით იცხოვრებს.