RSS

საქართველოს მიწისქვეშა წყლები

29 აპრილი

მიწისქვეშა წყლებს დედამიწის მთელი წყლების 2% უკავია. მიწიქვეშ 40-ჯერ მეტი წყალია, ვიდრე დედამიწის ყველა ტბაში, ჭაობში და მდინარეში ერთად აღებული. მიწისქვეშა წყალი დედამიწის ქერქის ზედა ნაწილშია თავმოყრილი, ეს წყლები შეიძლება იყოს მტკნარი და მარილიანი. მიწისქვეშა წყლები ხსნის ქანებში არსებულ ზოგიერთ ნივთიერებას, მაგალითად თაბაშირს, მარილს. ასეთი ქანებით აგებულ ადგილებში მიწისქვეშა წყლის ხანგძლივი მუშაობის შედეგად ჩნდება მიწისქვეშა სიცარიელეები (მღვიმეები).

საქართველო ასეთი მღვიმეებით მდიდარია. მათ შორის ყველაზე ცნობილი ახალი ათონისა და წყალტუბოს მღვიმეებია, ეს უკანასკნელი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. მღვიმეებს განსაკუთრებულ სილამაზეს აძლევს ათასნაირი ფორმის დანალექი წარმონაქმნები: ყინულის მსგავსი სვეტები (სტალაგმიტები და ლოლოები – სტალაგტიდები). ისინი მღვიმეში ჩამონაჟონი წყლისგან და მასში გახსნილი სხვადასხვა ნივთიერებებისაგან ჩნდებიან. საუკუნეთა განმავლობაში კი წვეთ-წვეთად გამონაჟონი წყალი ქვავდება და ასეთ ფორმას იძენს. მტკნარი მიწისქვეშა წყლის რესურსული პოტენციალით, საქართველო ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში. ამ მხრივ, იგი საშუალოდ 2,5-ჯერ აღემატება მსოფლიოს მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით.  ქიმიური და აირული შედგენილობის მიხედვით, საქართველოს მიწისქვეშა წყლები მრავალფეროვნებით ხასიათდება. მათ იყენებენ, როგორც სასმელი და სამკურნალო დანიშნულებით, ასევე სითბური ენერგიის წყაროებად. 

მიწისქვეშა წყლები მინერალიზაციისა და ტემპერატურის მიხედვით ჯგუფებად იყოფა:
მტკნარი სასმელი წყლები (მინერალიზაციით არა უმეტეს 1,0 გ/ლ);
მინერალური წყლები (1,0 გ/ლ-ზე მაღალი საერთო მინერალიზაციით);
თერმული წყლები _ სამკურნალო (20-350ჩ), თბოენერგეტიკული (40-1080C).

მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლები საერთო მინერალიზაციის მიხედვით იყოფა ულტრამტკნარ _ 0,2-0,3 გ/ლ (ძირითადად გავრცელებულია სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე) და 0,3_1,0 გ/ლ მინერალიზაციის მქონე წყლებად, რომლებიც პრაქტიკულად საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული. საქართველოს ტერიტორიაზე მტკნარი მიწისქვეშა წყლების 100-ზე მეტი საბადოა ცნობილი, რომელთა ბუნებრივი რესურსები შეადგენს 18 მლრდ მ3/წელიწადში (573 მ3/წმ), რომელთაგან 95%-ს სასმელი წყლები შეადგენს. ისინი ქვეყნის ჰიდროგეოლოგიური ოლქების მიხედვით არათანაბრადაა განაწილებული.

საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი სხვადასხვა სამკურნალო თვისებების თვისებების მქონე მინერალური წყლების გამოსავლების (წყაროები, ჭაბურღილები) საერთო რაოდენობა 2000-ს აჭარბებს, მათი ჯამური დებიტი 160 ათასი მ3-ია დღე-ღამეში. ქიმიური შედგენილობისა და საერთო მინერალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, წყლები დაყოფილია 1,0-5 გ/ლ-მდე, 5,0-10,0 გ/ლ-მდე და 10,0 გ/ლ-ზე მეტი მინერალიზაციის მქონე წყლებად.

ქვეყნის მინერალური წყლების პროგნოზული რესურსები დღე-ღამეში დაახლოებით 50 მლნ მ3-ია.
დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე დეტალურად შესწავლილია მინერალური წყლის 45 საბადო. მარაგების სახელმწიფო კო საქართველოს ტერიტორიაზე აღრიცხულია 40_1080ჩ ტემპერატურის მქონე წყლის 200-ზე მეტი ბუნებრივი (8 წყარო) და ხელოვნური (200 ჭაბურღილი) ცალკეული და ჯგუფური გამოსავლები. მათი ჯამური დებიტი შეადგენს დაახლოებით 160 ათას მ3/დღ.ღ.
გეოთერმული შესწავლის დონის მიხედვით, წიაღში არსებული თერმული წყლების პროგნოზული რესურსი შეადგენს 350-400 მლნ. მ3/წელიწადში. მარაგების სახელმწიფო კომისიაში დამტკიცებული თერმული წყლის საექსპლუატაციო მარაგები (15 საბადო) 126 ათასი მ3/დღ.ღ. ტოლია, რაც საერთო პროგნოზული რესურსების მხოლოდ 20%-ს შეადგენს.
გასული საუკუნის 80-იანი წლების მონაცემებით, ქვეყნის მიწისქვეშა წყლების საბადოებზე დამტკიცებული საექსპლუატაციო მარაგების სამრეწველო ათვისების ხვედრითი წილი იყო: მინერალურ წყლებისათვის 12%-ი, თერმოენერგეტიკული წყლებისათვის 4%, ხოლო მტკნარი მიწისქვეშა წყლებისათვის მხოლოდ 2%, მაშინ, როცა მიწისქვეშა სასმელი წყლის რესურსული პოტენციალის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში. მისიაში დამტკიცებული მარაგების რაოდენობა 76,2 ათას მ3/დღ.ღ შეადგენს.

მასალა მოამზადა გიორგი ზედგენიძემ

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s