RSS

ვინმემ ამიხდინეთ ოცნება…. ჭიათურაზე

21 აპრილი

ოლიკო ცისკარიშვილი

ღრმა ბავშვობაში, როცა ჩემს დედულეთში მივდიოდი, ყოველთვის გაოცებული დავდიოდი და შევყურებდი დევებივით ჩამწკრივებულ  ზვიადად გადმომიყურე კლდეებს საჩხერიდან ჭიათურამდე და მერეც…

This slideshow requires JavaScript.

თავს ისე უსუსურად და პატარად ვგრძნობდი.

საბაგიროებით სეირნობა ქვეყანას მერჩივნა, ზევიდან იმდენად საინტერესო ჩანდა სამყარო. ცოტა რომ წამოვიზარდე, ისევ გაოცებული დავდიოდი, ბუმბერაზ კლდეებს უკვე მიჩვეული მათი სიდიადე კი აღარ მაკვირვებდა, ის მაოცებდა, რომ არავინ ფიქრობდა, ეს ქალაქი და მისი გარშემო სოფელ-დაბები გაელამაზებინათ, მოერთოთ და სხვებისთვისაც ენახვებინათ…

ეს მაშინ, ჯერ კიდევ შორეულ წარსულში, წინა საუკუნეში, როცა საბჭოთა წყობილება ჭიათურიდან მარგანეცის გამოდნობის გარდა არაფერზე ფიქრობდა… დავდიოდი და დავკატაობდი საბაგიროდან საბაგიროზე და ხმამაღლა ვოცნებობდი სრულ წლოვანების მიღწევაზე რომ ამ ქალაქის მერი გავმხდარიყავი და ისე მომეწესრიგებინა, ავი თვალისთვის არ დამენახვებინა… და სხვებივით, მეც მევლო კლიდადან კლდეზე, მღვიმედან მღვიმეში

თუმცა სამწუხაროდ, რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა და ჭიათურის მერობაზე რომ აღარაფერი ვთქვა, ერთი უბრალო ჟურნალისტის გარდა ჩემგან არაფერი გამოდნა და ის ბავშობის ოცნება, მე რომ ამ ქალაქის გაკოხტავებას ვეძახდი, ისევ აუხდენელია…

არადა, ქალაქს მართლაც აქვს შანსი, რომ ერთ-ერთი წარმატებული ტურისტული ცენტრი გახდეს, სადაც ადამიანები დიდი სიამოვნებით ჩავლენ და დროს გაატარებენ…

გარდა იმისა, რომ იქ რამდენიმე საინტერესო ისტორიული ძეგლია, კაცხის ეკლესიიდან დაწყებული, კლდეზე შეფენილი მღვიმევის მონასტრისა და ნავარძეთის ეკლესიებისა, (ნავარძეთში დგას ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია, ე.წ. ”თირის მონასტერი”  (1708 წ.წ.) და მე-17 საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც მამა ლაზარეს თაოსნობით და მრევლის დახმარებით აღდგა რამოდენიმე წლის წინ, გვინდელი ფეოდალური ხანის წყაროებში მოხსენიებულია აგრეთვე ნავარძეთის ციხეც, ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია ეკლესისს და სასახლის ნანგრევები. ეს ტერიტორია, რომ შესასწალია ფაქტია. დავუბრუნდები ჩემს ბავშვობა-ახალგაზრდობას და იმასაც გავიხსენებ, რომ ნავარძეთის ჩამონგრეულ კლდეებში მე და ჩემმა ბიძაშვილმა უზარმაზარი ქვევრი აღმოვაჩინეთ, ვენახებში კი მიწის დამუშავებისას მოსახლეობა ხშირად პოულობდა ხანჯლებსა და სხვადასხვა ბასრ იარღს) დამთავრებული კაცხის სვეტით.

ისტორიული მნიშვნელოვანი ადგილების გარდა, ბევრს მეკლდეურობაც დააინტერესებს, ბევრს კი მღვიმეების ხიბლი მიიყვანს იქამდე. ბევრს კი თავგადასავლების სიყვარული და ექსტრემი მიიზიდავს.

არადა, საზოგადოებას თუნდაც მღვიმეების არსებობაზე ამ რაიონში ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს და ცოტამ თუ იცის, რომ ეს რაიონი მღვიმეებით მდიდარია. საქართველოში, სადაც მი­წის­ქ­ვე­შა სამ­ყა­როს მღვი­მე­თა რიცხ­ვი სა­მი ათას­ზე მე­ტია, დღე­ი­სათ­ვის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მღვი­მეა ტუ­რის­ტე­ბი­სათ­ვის კე­თილ­მოწყო­ბი­ლი, ჭიათურის რაიონს კი დიდი პერსპექტივები აქვს ამ მხრივ.

მეც­ნი­ერ­თა თქმით, ის­ტო­რი­უ­ლად, მღვი­მე­ებს სა­კულ­ტო მიზ­ნე­ბის­თ­ვის იყე­ნებ­დ­ნენ. კარ­ს­ტულ მღვი­მე­ებ­ში აწყობ­დ­ნენ და აშე­ნებ­დ­ნენ ტაძ­რებს, მო­ნას­ტ­რებს, ეკ­ლე­სი­ებს, სა­ლო­ცა­ვებს. არ­სე­ბობ­და კარ­ს­ტულ მღვი­მე­ებ­ში ადა­მი­ან­თა ნეშ­ტე­ბის დაკ­რ­ძალ­ვის ჩვე­უ­ლე­ბაც. ხო­ლო ომი­ა­ნო­ბის დროს მღვი­მე­ებს მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბის შე­სა­ხიზ­ნად და გა­და­სა­მა­ლად მი­მარ­თავ­დ­ნენ.

ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნი კარ­ს­ტუ­ლი მღვი­მე-გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით მდი­და­რია. ბუ­ნებ­რი­ვი ეგ­ზო­ტი­კით  მდი­ნა­რე სა­ძა­ლი­ხე­ვის აუზ­ში არ­სე­ბუ­ლი მღვი­მე­ე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა. თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ფა­სე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სოა სა­ძა­ლის­ხე­ვის, კაცხუ­რას და ჯრუ­ჭუ­ლას ხე­ო­ბა. სო­ფელ რგან­ში ორ­თ­ვა­ლა კლდის გა­მოქ­ვა­ბულ­ში და აქ მო­პო­ვე­ბულ­მა ქვე­და და ზე­და პა­ლე­ო­ლი­თის ადა­მი­ან­თა საცხოვ­რე­ბელ­მა და სხვა­დას­ხ­ვა მა­სა­ლებ­მა მსოფ­ლიო აალა­პა­რა­კა. ჭი­ა­თუ­რის მღვი­მე­ებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია ზე­და­პა­ლე­ო­ლი­თის ეპო­ქის ნაშ­თე­ბი (კა­ჟის და ობ­სი­დი­ა­ნის იარა­ღე­ბი). ეს კარ­ს­ტუ­ლი მღვი­მე-გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ფუძ­ველს ქმნის, რე­გი­ონ­ში სა­თავ­გა­და­სავ­ლო, კულ­ტუ­რულ-შე­მეც­ნე­ბი­თი და ექ­ს­ტ­რე­მა­ლუ­რი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რად წა­რი­მარ­თოს. ორ­თ­ვა­ლა კლდის (წილ­თოს III) მღვი­მე სო­ფელ პე­რე­ვი­სის მი­და­მო­ებ­შია. ეს ნა­გე­ბო­ბაა, რომ­ლის წი­ნა ორი დი­დი გვი­რა­ბის კედ­ლებს ეტყო­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი და­მუ­შა­ვე­ბის კვა­ლი, აღ­მო­ჩე­ნი­ლია ქვევ­რე­ბი და კე­რა­მი­კის ნამ­ტ­ვ­რე­ვე­ბი, მღვი­მე ად­ვი­ლი მი­სად­გო­მია და იოლად გა­სავ­ლე­ლი.

ჭი­პი­ა­ნიკ­ლ­დის მღვი­მე კი მდ. ყვი­რი­ლას მარ­ცხე­ნა ფერ­დობ­ზე, კლდო­ვან ფლა­ტე­ზე, ზღვის დო­ნი­დან 410 მ. სი­მაღ­ლე­ზეა. აღ­მო­ჩე­ნი­ლია ქვევ­რე­ბი, წყალ­სა­ცა­ვი აუზი და სა­საფ­ლაო. მის გა­სავ­ლე­ლად სა­ჭი­როა სპე­ლე­ო­ლო­გი­უ­რი სა­ჭურ­ვე­ლი. ეს მღვი­მე გე­ოგ­რა­ფებ­მა ჯერ კი­დევ 1955 წელს აღ­წე­რეს.

ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გვარ­ჯი­ლას­კ­ლ­დის მღვი­მე სოფ. რგა­ნის მი­და­მო­ებ­ში, მდ. ჭე­რუ­ლას აუზ­ში. აქ მიკ­ვ­ლე­უ­ლია ზე­და­პა­ლე­ო­ლი­თის ეპო­ქის ნაშ­თე­ბი; კა­ჟი­სა და ობ­სი­დი­ა­ნის იარა­ღე­ბი. მღვი­მე­ვის მღვი­მე­ში, რო­მე­ლიც მდ. ყვი­რი­ლას ხე­ო­ბის მარ­ჯ­ვე­ნა ფერ­დობ­ზე მდე­ბა­რე­ობს, მღვი­მე­ვის XIII სა­უ­კუ­ნის მო­ნას­ტე­რია გან­ლა­გე­ბუ­ლი. აქ ასე­ვე აღ­მო­ჩე­ნი­ლია ძვე­ლი ქვის ხა­ნის ადა­მი­ა­ნის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ნაშ­თე­ბი (ზე­და­პა­ლე­ო­ლი­თი) – კა­ჟი­სა და ობ­სი­დი­ა­ნის ძვლის და ირ­მის რქის იარა­ღე­ბი. არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ობი­ექტს წარ­მო­ად­გენს ძუ­ძუ­ა­ნას მღვი­მე, რო­მე­ლიც სო­ფელ დარ­კ­ვე­თის სამ­ხ­რე­თით მდ. ნიკ­რი­სას ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე­ობს. აქ 2008 წელს აღ­მო­ა­ჩე­ნეს 32 ათა­სი წლის ძა­ფის ნა­კე­თო­ბა, რო­მე­ლიც ლერ­წ­მის­გან იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი. მღვი­მის ნა­წილ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია პა­ლე­ო­ლი­თე­ლი ადა­მი­ა­ნის სად­გო­მი (კა­ჟის და ობ­სი­დი­ა­ნის იარა­ღე­ბი, ცხო­ველ­თა ძვლე­ბი), ზე­და ფე­ნა­ში – თი­ხის ჭურ­ჭე­ლი; ნა­პოვ­ნია პირ­ველ­ყო­ფი­ლი ძაღ­ლი­სა და ზურ­ტა­კე­ტის ცხე­ნის დი­დი ზო­მის ნაშ­თე­ბი. ჯრუ­ჭუ­ლის მღვი­მე კი, რო­მე­ლიც მდი­ნა­რე ჯრუ­ჭუ­ლის მარ­ჯ­ვე­ნა ნა­პირ­ზე მდი­ნა­რის დო­ნი­დან 35 მ სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­თელ წიგ­ნ­შია შე­ტა­ნი­ლი. აქ კულ­ტუ­რუ­ლი ფე­ნე­ბი­ცაა – აღ­მო­ჩე­ნი­ლია პა­ლე­ო­ლი­თუ­რი დრო­ის მდი­და­რი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა.

ნა­ხიზ­ნე­ბის მღვი­მე სოფ. გუნ­და­ეთ­თან მდე­ბა­რე­ობს, ძნე­ლად მი­სად­გომ, ცი­ცა­ბო მარ­ჯ­ვე­ნა ფერ­დობ­ზე. შე­სას­ვ­ლელ­თან ქვით­კი­რის კედ­ლის ნან­გ­რე­ვე­ბია, მღვი­მის ჭე­რი გაჭ­ვარ­ტ­ლუ­ლია. კულ­ტუ­რუ­ლი ნა­ფე­ნე­ბი შე­ი­ცავს მცე­ნა­რე­ულ და პა­ლე­ო­ბი­ო­ლო­გი­ურ ნაშ­თებს. მღვი­მეს რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ის და­ღი აზის. არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ნაშ­თე­ბის აღ­მო­ჩე­ნა აქაც არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი. დიდი გამოქვაბულია ვაჭევის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

რაც შეეხება სა­ქარ­თ­ვე­ლოს მღვი­მე­თა ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას, მოკლედ, კარგი პატრონი უნდა ჭიათურას და ვიმედოვნებ ეს ქალაქი გადაიქცევა ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ ცენტრად, და იქიდან ფაქტობრივად აყრილი მოსახლეობაც საკუთარ კარ-მიდამოს, მამა-პაპისეულ კერას, დიდი სიამოვნებით დაუბრუნდება.

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s