RSS

კანონი ეწინააღმდეგება გარემოს

19 აპრილი

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ” გამოაქვეყნა საჯარო პოლიტიკის ნარკვევი – „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ”, რომელიც 2012 წლის 20 მარტს მიღებულ საქართველოს კანონს მიმოიხილავს.


კანონი შესაძლებელს ხდის დაინტერესებულ პირსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის უვადო შეთანხმების დადებას, რომელიც დაინტერესებულ პირს,  სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილი კომპენსაციის სანაცვლოდ,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში ჩადენილი სამართალდაღვევებისთვის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს.  ამასთან, შეთანხმების ხელმომწერი დაინტერესებული პირი, თავისუფლდება ყოველგვარი ვალდებულებისგან, ჯარიმის ან/და ზიანის ანაზღაურებისგან, ასევე, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან. კანონი,  აგრეთვე, კრძალავს დაინტერესებული პირის საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანოების მიერ შემოწმებას.

წარმოდგენილ საჯარო პოლიტიკის ნაშრომში განხილულია კანონის დებულებები, მათი შესაბამისობა მსოფლიოში, მათ შორის,  საქართველოში აღიარებულ გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ძირითად პრინციპებთან და მიდგომებთან; ასევე, რა საფრთხეებს შეუქმნის კანონის ამოქმედება გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობას.

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას” პოზიციით, კანონი შეიცავს გარემოსდაცვითი, კორუფციული, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ხასიათის რისკებსა და საფრთხეებს. უფრო მეტიც, აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, გარემოს დაცვის საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით განმტკიცებულ თუ დადგენილ გარემოს დაცვის ყველა ძირითად პრინციპს.

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენლის ქეთი გუჯარაიძის განცხადებით: „კანონი აგრეთვე არ შეესაბამება ევროკავშირის მთელ რიგ დირექტივებს, რომლებთან ჰარმონიზაციის ვალდებულებაც საქართველოს აღებული აქვს. ყოველივე ეს, გავლენას იქონიებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირებული შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე და მნიშვნელოვნად დახევს უკან საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკავშირი – საქართველოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას”.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s