RSS

ქალთა უფლებები საქართველოში თუ… როგორ ზეგავლენას ახდენს წყლის უკმარისობა, მის ძირითად მომხმარებელზე?

12 აპრილი

არავისთვის არის საიდუმლო, რომ წყლის მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის გათვალისწინებით, დიდ გავლენას ახდენს ქალების ცხოვრებაზე.

თუმცა, საქართველოში პირველად ამ საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება შესაძლებელი გახდა პროექტის „წყლის მოხმარების, სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია მარნეულსა და მესტიაში” წყალობით, რომელსაც ანხორციელებდა ქალთა საინფორმაციო ცენტრი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.

2012 წლის 10 აპრილს გაიმართა პროექტის შედეგების პრეზენტაცია, რომელიც განხორციელდა საქართველოს ორ ქალაქში – მარნეულსა და მესტიაში. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, აზიის განვითარების ბანკისა  და  საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლები.

საქართველოში ბოლო წლებში საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო სამუშაოები წყალმომარაგებისა და კანალიზასიის სისტემის რეაბილიტაციის კუთხით. საქართველო შედის იმ ქვეყნების სიაში, რომელიც მდიდარია მინერალური წყლებით, თუმცა აღნიშნული ფაქტორი, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფასთან, საბოლოოდ მოგვარდეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წყლის არარეგულარული მიწოდება, მისი უკმარისობა, უარყოფითად მოქმედებს ქალთა ყოველდღიურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. წყლის მოლოდინში, ისინი იძულებულნი არიან დარჩნენ სახლში და ხშირად ვეღარ ახერხებენ სხვა სამუშაოს შესრულებას. წყალმომარაგების დადგენილი გრაფიკი ხშირ შემთხვევაში არაზუსტია და ქალები ამის გამო აგვიანებენ ან საერთოდ აღარ დადიან სამსახურში. შედეგად, პრობლემა იქმნება დამსაქმებლებთან. ოჯახში სანიტარიასა და ჰიგიენას, ძირითადად, ისევ ქალები იცავენ. ისინი ზრუნავენ  სახლში სისუფთავეზე, საჭმლის მომზადებასა და წყლის მომარაგებაზე. ქალებს რეპროდუქციულ  ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც ექმნებათ პრობლემა.

პროექტის ფარგლებში მარნეულსა და მესტიაში ჩატარდა ტრენინგ-სემინარები ადგილობრივი სკოლების მასწავლებლებთან, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ასევე, ჩატარდა ხატვის კონკურსი სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით თემაზე „ქალი და წყლის მოხმარება“.

2010 წელს, საქართველოს შვიდ, არცთუ ისე დიდ ქალაქებში ანალიისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევისა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩატარებული ფოკუს–ჯგუფების შედეგებზე დაყრდნობით ქალთა საინფორმაციო ცენტრმა შეიმუშავა რეკომენდაციები პრობლემის ეფექტიანი გადაჭრისათვის, კერძოდ: მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალების, როგორც ოჯახში წყლის ძირითადი მომხმარებლების ინფორმირებულობის გაზრდა მოუწესრიგებელი წყლისა და სანიტარიის სისტემით გამოწვეული დაავადებების შესახებ, მათი თავიდან აცილების ხერხებზე ოჯახის პირობებში; ქალების, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობების, განათლებისა და წერა-კითხვის დონის ამაღლება, რათა მოხდეს მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა; საზოგადოების ინფორმირების დონის ასამაღლებლად ინტერსექტორალური თანამშრომლობის გამყარება ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან, წყლის კომპანიასთან, აკადემიუ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან; წყლისა და სანიტარიის სამსახურში ქალების დასაქმების მაჩვენებლების გაზრდა.

რაიონების სპეციფიკის გათვალისწინებით, სადაც ხორციელდებოდა პროექტი, შემუშავდა სპეციალური რეკომენდაციები, კერძოდ: სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში, მეტად მოხდეს კლიმატური პირობების გათვალისწინება; ლაბორატორიის აღდგენა მესტიაში, რათა განხორციელდეს მოსახლეობისათვის მიწოდებული წყლის შემადგენლობის მუდმივი კონტროლი; ნაგავსაყრელისთვის ადგილის გამოყოფის დაჩქარება მესტიაში.

აღნიშნულ ეტაპზე, ქალთა საინფორმაციო ცენტრი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მონაწილეობს ალტერნატიული ანგარიშის შემუშავების პროცესში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც უნდა განიხილოს  CEDAW კომიტეტმა. ანგარიში წარედგინება 2012 წელს და მასში შევა ასევე საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციებიც.

შეხვედრის დროს ნაჩვენები იყო ინფორმაციული ფილმი, რომელიც მოგვითხრობდა პროექტის განხორციელებისა და იმ პრობლემების შესახებ, რომელსაც იწვევს წყლის დაბინძურება, დეფიციტი და მისი არარაციონალური გამოყენება მესტიასა და მაენეულში.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ: აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ქ-ნი ქეისი ჯულიანი; აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი გენდერის საკითხებში, ქ-ნი ქეთევან ჩხეიძე და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ქ-ნი ელენე რუსეცკი.

GINSC

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s