ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა მექსიკაში. მეხიკოში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7 მაგნიტუდას გადააჭარბა. სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ბიძგებმა მოსახლეობის პანიკა გამოიწვია.
ასობით ადამიანმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა. უკანასკნელ პერიოდში მექსიკაში მიწისძვრები გახშირდა. 20 მარტს მომხდარ მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა ორი ადამიანი.