RSS

წელს საქართველოს 677 ათას 278 ვიზიტორი ესტუმრა

10 აპრილი

2012 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს 677 ათას 278 ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 39%-ით აღემატება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის იანვარ-მარტში, ევროპის ქვეყნებიდან (დსთ-ს ქვეყნების გარეშე) საქართველოში 297 ათას 414 ვიზიტორი შემოვიდა (შემოსულ ვიზიტორთა 43,9%), რაც გასულ წელთან შედარებით 75%-ით მეტია. 2012 წლის სამ თვეში, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულია 351 ათას 64 ვიზიტორი (ვიზიტორთა 51,8%), რაც 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 18%-ით მეტია.

აღნიშნულ პერიოდში, ამერიკიდან შემოვიდა 6 ათას 12 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 0,9%), რაც 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 32%-ით მეტია, აზიის ქვეყნებიდან – 20 736 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 3,1%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 75%-ით აღემატება, აფრიკიდან – 1 683 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 0,2%), გასული წლის მაჩვენებელს, თითქმის ორჯერ აღემატება, ხოლო დანარჩენი მსოფლიოდან – 369 ვიზიტორი (ვიზიტორთა 0,1%, 34%-ით მეტი წინა წელთან შედარებით).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ 2012 წლის იანვარ-მარტში, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორთა (351 ათას 64) უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანზე მოდის. კერძოდ, აზერბაიჯანიდან შემოვიდა 175 171 ვიზიტორი (დსთ-ს ქვეყნების ვიზიტორთა 50%), რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 26%-ით აღემატება. სომხეთიდან შემოვიდა 111 403 ვი-ზიტორი (დსთ-ს ვიზიტორების 32%), 4%-ით მეტი, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s