ძლიერ ქარიშხალს ელოდებიან იაპონიის დედაქალაქში. ამასთან დაკავშირებით ტოკიოში გაუქმდა ასობით ავიარეისი, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, ათობით ათასმა იაპონელმა ჩვეულებრივზე ადრე დაასრულა სამუშაო დღე და სტიქიას სახლებში შეხვდებიან, – იტყობინება სააგენტო Bloomberg-ი.
ქარიშხლის გამო ერთი ადამიანი უკვე დაიღუპა, ექვსმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს მონაცემებით, ქარიშხალი, რომელიც იაპონიის ზღვაზე წარმოიქმნა, გადაუვლის იაპონიას და ტოკიოში მისი სიჩქარე 90 კმ იქნება საათში. სანაპირო რაიონებში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში გრიგალისგან წარმოქმნილი ტალღები შეიძლება 10 მეტრს აღემატებოდეს.
ასეთი ძლიერი ქარიშხალი იაპონიაში 1959 წლის შემდეგ აღარ განმეორებულა.