RSS

სხვილო

04 აპრილი

ოლიკო ცისკარიშვილი

სამთავისამდე, საგუშაგოა, სადაც გვითხრეს, რომ სხვილოს ციხეზე ასვლა სახიფათოა, რადგან მოშორეით რუსების საგუშაგო ყოფილა, რამდენიმე კვირის წინაც ვიყავი სამთავისში და მაშინაც ასეთივე პასუხი გაგვცეს.

This slideshow requires JavaScript.

სამთავისის შემდეგ სოფელ ქვემო ჭალაში ამილახვრების აბანოებისკენ გავემართეთ, გზაში დედა-შვილი დაგვემგზავრა და პატარას წამოცდა, ”შატალოებზე როცა ვიპარებით სხვილოს ციხეზე ავდივართო”, ჩვენც შევგულიანდით და გადავწვიტეთ სამ საათიანი ფეხით ლაშქრობა სხვილოსკენ.

სხვილოს ციხეზე შესანიშნავი ქართული ფილმი ”შერეკილებია” გადაღებული… ეხ თამუნია, თამუნიას ძახილით დავლაშქრეთ სხვილო.

მანამდე კი ამილახვრების აბანოები მოვიარეთ, სავარაუდოდ მე-17 საუკუნის აბანოები, რომელიც ოდესღაც სპარსული სტილით იყო მოხატული, და ამილახვრების საყვარელ ადგილს წარმოადგენდა ახლა სოფლის ერთ-ერთი მკვიდრის ეზოს ნაწილია, და სამწუხაროდ, ცოტა უკლია მიწასთან გასწორებას.

სხვილოზე ადგილობრივი მოხუცი ამოგვყვა და გზადაგზა ციხის ისტორიას გვიყვებოდა.

ახალგაზრდობაში ვინმე მარიზე შეყვარებულ ბაბუს, რომელმაც ისე სასტიკად ატკინა გული, რომ ყველა ჩვენგანს მასზე გვიყვებოდა, ჩვენზე უკეთ ერჩოდა მუხლი, და სოფლიდან სამი კილომეტრი ციცაბო აღმართზე შეუსვენებლად იარა. გალავნის ორ მეტრიან კედლებში ჯერ თავად შევიდა, ანგელოზები უნდა გავაფრთხილო რომ სტუმრები მიმყავსო…

სხვილოს ციხის ნახვამ წარმოდგენას გადააჭარბა. სისქეში თითქმის ორ მეტრიანი კედლები მყარადაა ნაგები, ჩვენი წინამძღოლის თქმით, ციხის გალავნის სისქე ზოგან ათ მეტრს აღწევს. თავად ამილახვრის რეზიდენცია ნამდვილად კარგად იქნებოდა დაცული თავის დროზე, თუმცა ახლა აქ ყველაფერი გაპარტახებულია, ეტყობა რამდენიმე წლის წინ რესტავრაცია დაუწყიათ და სამწუხაროდ, ისევე მიუტოვებიათ… ჩამომპალი ხარაჩოები და ტოტებგაფარჩხული ხეები საბოლოოდ ძირს უთხრიან ციხეს.

ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ, რომ სხვილოს ციხე მატიანეში მეათე საუკუნეში იხსენიება. თუმცა ადგილობრივების თქმით, ციხე მე-17 საუკუნისაა. სხვილოს მაინც ამილახვების სახელს უკავშირდება.

ჩვენი გიდის თქმით, აქ ოდესღაც ბუნებრივი სამკურნალო წყლები თიხის მილებში მოედინებოდა, რომელიც შემდეგ რკინის მილებით შეცვალეს, ახლა კი წყაროს სათავე დაკარგულია, თუმცა ქვემოთ მდელოზე აშკარად ჩანს, რომ სწორედ ციხიდან მოედინება წყალი.

სამწუხაროა, რომ ასეთი ციხე-კოშკი განადგურებულ-გაპარტახებულია, იქვე კოშკში ვიღაც მადლიანს წმინდა გიორგის ხატი დაუსვენებია.

შიგნიდან ხარაჩოებით ყელგამოღადრული ციხე, ნამდვილად შველას ითხოვს… მიზეზი? ისევ რუსების საგუშაგოს დავაბრალოთ, რომელიც რამდენიმე მეტრშია და რესტავრატორებს კი არა ადგილობრივებსაც კი შიშის ზარს სცემთ.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s