RSS

დირბი

04 აპრილი

ოლიკო ცისკარიშვლი

ქარელიდან 16 კილომეტრში, დირბის მონასტერს მივადექით. მონასტერი საინტერესოა თავისი ისტორიული მნიშვნელობით, როგორც ადგილობრივი, ასევე ჩამოსული სტუმრებისთვის.

This slideshow requires JavaScript.

საისტორიო წყაროებში სოფელი პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით დირბის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის (ირჩევდნენ ქართლის მეფეები) რეზიდენცია იყო.

ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი მდებარეობს სოფლის განაპირას, მთის ფერდობზე, მდინარე აღმოსავლეთ ფრონეს მარცხენა ნაპირზე. თარიღდება ადრინდელი და გვიანდელი ფეოდალური ხანით. დირბის ეკლესიის აგების ინიციატორი აბრაჰამ დეკანოზი ჩანს. ეკლესიის მშენებლობის უშუალო შემსრულებელი, დამფინანსებელი ვინმე ოთინისძეა, რომელმაც სხვა თანადამფინანსებლებთან ერთად ეს საქმე ითავა. ეკლესია საკმაოდ ჩქარა აშენებულა. ხარება დღეს, 25 მარტს დაუწყიათ და ენკენიას, 13 სექტემბერს კამარის დასაწყისამდე მიუყვანიათ.

ღვთისმშობლის ტაძრის უკან დღემდე დგას დირბის ციხე, რომელსაც გალავანი უერთდება. XXს-ის 30-იან წლებამდე მოღვაწეობდნენ ბერძენი ბერები. ხოლო მათი განდევნის შემდეგ საბოლოოდ შეწყდა ღვთისმსახურება, დაინგრა მათი სასახლე, ნალესით დაიფარა ტაძრის ცენტრალურ ნავში არსებული XIVს-ის უნიკალური ფრესკები, დაიკარგა ტაძარში არსებული ყველა ხატი და საეკლესიო ნივთი. ხოლო თვით ტაძარი დანგრევის პირას მივიდა.

არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნელი იქნა მრავალი სამარხი, წყალსადენი მილები, შენობათა ნაშთები, რაც მოწმობს მომცრო სამეურნეო ნაგებობათა არსებობას მონასტრის ტერიტორიაზე. ტაძარსა და სამრეკლოს ჩაუტარდა რესტავრაცია, მოიხნა ნალესი ფენა, გამოჩნდა XIV ს.-ის უნიკალური ფრესკები. მხატვრობის ძირითადი ნაწილი ღმრთისმშობლის ცხოვრების ამსახველ ციკლს ეთმობა, მათ შორისაა უნიკალური ფრესკა ,,იოსების ყვედრება” სადაც გამოსახულია გამორჩეული ,,მიდგომილი ღმრთისმშობელი”. დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიას ,,კუბოსა ღმრთისმშობლისასაც” უწოდებდნენ. XVII საუკუნის საბუთით დამოწმებული დირბის ეკლესიის სახელწოდება ,,კუბოს ღვთისმშობელი”, რომელიც XVIII ს. საბუთში მეორდება და დირბის ეკლესიის სახელთან დაკავშირებული მყარი ტრადიციის არსებობაზე მიანიშნებს. ,,კუბოს ღმრთისმშობელი” უნდა უკავშირდებოდეს ,,ღმრთისმშობლის ამაღლების” აქ წარმოდგენილ უიშვიათეს გამოსახულებას, სადაც საგანგებოდაა დედა ღმრთისას ღია და ცარიელი ქვის კუბო წარმოდგენილი.

სამწუხაროდ, მონასტერში გადაღების უფლება არ მომცეს, მხოლოდ ერთი კადრი მოვასწარი. თუმცა, ვფიქრობ, ესეც დააინტერესებს მნახველს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s