RSS

ბრეთი

04 აპრილი

ოლიკო ცისკარიშვილი

ბრეთში, როგორც ყოველთვის, ტაძარი სავსე იყო მრევლით. ადგილობრივების გარდა, ბევრი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იყო ჩამოსული. ბრეთი თავისი ისტორიული ძეგლებით და ამ ძეგლების მნიშვნელობით საინტერესოა, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე საზღვარგარეთელი ვიზიტორებისთვის.

This slideshow requires JavaScript.

ბრეთში VI საუკუნეში მოღვაწეობდა ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი – პიროსი. მის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი მთელი შუა საუკუნეების განმვლობში კულტურულ-საგანმანათლებლო, მწიგნობრობის, ხელოსნობის მნიშვნელოვან კერა იყო. აქ შეიქმნა XI საუკუნის ბრეთის ვერცხლის საომარი ჯვარი წარწერით, XIII საუკუნის ბრეთის ტყავის სახარება და სხვა.


ბრეთის მონასტერი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, როგორც საკუთრივ სოფლის, ისე ბრეთის ხევის მოსახლეობის კულტურული დაწინაურების საქმეში. ბრეთის ხევი და სოფელი ბრეთი ფეოდალური საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობის ხანაში (XI-XIII სს.) უშუალოდ საქართველოს სამეფო კარს ექვემდებარებოდა. წმ. გიორგის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა. მიუხედავად მრავალგზის გადაკეთებისა, ნაგებობის გეგმა უცვლელია. ძველ ეკლესიასთან დაკავშირებით ბრეთელები ამბობენ, რომ ეკლესიის საკურთხევლის წინ ღრმა ხარო არისო, რომელიც შეიძლება პიროსის სამყოფელიც იყო და აქვე დაუკრძალავთ კიდეც.
ხაროზე უხეშად დამუშავებული დიდი ზომის ბრტყელი ფილა იდო, რომელიც საფლავის ქვას მოგვაგონებს, თუმცა ეს ქვა გადაუადგილებიათ „განძის მაძიებლებს“.
ბრეთელებს პიროსის საფლავი მთავარი ეკლესიის ცენტრში ეგულებათ. იქ, სადაც ერთ საფეხურად ამაღლებული საკურთხევლის წინ გამართულია დაახლოებით ადამიანის ზომის სოლეა.

გვიან შუა საუკუნეებში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. ამ დროისაა ნაგებობის ზედა ნაწილები, რომლებიც რიყის ქვითა და აგურით არის ამოყვანილი. დაზიანებული ყოფილა მინაშენები. მათი ზოგიერთი მონაკვეთი თითქმის მთლიანად ხელახლა აუგიათ. ამ დროისაა აგრეთვე სამრეკლოც. იგი აგურით ნაგებ ექვსთაღიან მცირე ზომის ფანჩატურს წარმოადგენს. საფუძველი მრგვალი აქვს და მახვილკუთხა პირამიდული სახურავით გვირგვინდება. ფანჩატურის ყველა წახნაგს თითო ლილვი დაუყვება, რომლებიც ღიადებს ზემოთ შეისრულ თაღებს ქმნის.
ეკლესია კიდევ ერთხელ შეუკეთებიათ XIX საუკუნეშიც. შეუვსიათ ნაკლული ადგილები და გარედან მთლიანად გაულესიათ (ნალესობა მთავარი ნავის კედლებზე აქა–იქ არის შემორჩენილი). ფანჯრებისა და კარის საპირეებად თლილი ქვები ჩაუსვამთ. XIX საუკუნისაა ძირითადი ნავის კარნიზიც.
ნაგებობა ბოლოს XX საუკუნის შუა წლებში შეუკეთებიათ. ძეგლს შეძლებისდაგვარად დაბრუნებული აქვს თავდაპირველი სახე.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s