ოლიკო ცისკარიშვილი
სოფელ მუხრანში სამი ეკლესიაა. ჩვენი სტუმრობისას ორი მრევლით იყო სავსე, მესამე კი მტრედებით.
მუხრანბატონების სასახლეს კი სარემონტო სამუშაოები უტარდება და სავარაუდოდ წლის ბოლომდე დასრულდება…
კეთილი საქმეა ნამდვილად, თუმცა სოფლის ცენტრში აგებული სამი ეკლესიიდან ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებლების მხრიდანაც და სახელმწიფოს მხრიდანაც რატომღაც უარყოფილია… მიტოვებულ, გუმბათჩამოქცეულ ეკლესიას კიდევ კარგი ეშმაკები არა, თუმცა მტრედები დაპატრონებიან. თუმცა წლების განმავლობაში, იქ მაცხოვრებელმა მშვიდობის მაცნეებმა ნამდვილად ვერ გუკეთეს კარგი საქმე. ბოლო-ბოლო მითიურ და რელიგიურ კონტექსტიდან რომ გამოვიდეთ, მხოლოდ მტრედია – ჩვეულებრივი, მოკვდავი, მფრინავი არსება, ცოცხალი ორგანიზმი და მათაც აქვთ ბუნებრივი მოთხოვნილებები და სწორედ, ამ ბუნებრივი მოთხოვნილებების მსხვერპლი გავხდი, როცა ამ ეკლესიის კარი შევაღე…
არავინ იცის, რატომაა მიტოვებული ეს ეკლესია, ადგილობრივების თქმით, ადრე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია გრიგონიალურად გადაუკეთებიათ, მერე კი კომუნისტების დროს, სავარაუდოდ გასული საუკუნის 50-იან წლებში, საწყობად ხმარობდნენ, ახლა კი ….
ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დაზუსტებული პასუხი ვერ გაგვცეს რომელი საუკუნისაა ძეგლი, თუმცა სავარაუდოდ მეჩვიდმეტე საუკუნის ძეგლს განეკუთვნება.
მუხრანი, მუხნარი, ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონია აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში.
ისტორიული წყაროების მიხედვით, სახელწოდება წარმოდაგება “მუხიდან”. მუხიანის ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები და შედარებით ადვილად გასახორციელებელი ირიგაცია ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობის ინტენსიურ განვითარებას. აქვე ერთმანეთს კვეთდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სამიმოსვლო გზები, რაც რეგიონის ეკონომიკური სიმძლავრეს ზრდიდა.
ანტიკურ ხანასა და განვითარებულ შუა საუკუნეებში მუხრანისა (ბარი) და თრიალეთის (მთა) კავშირმა დიდი როლი შეასრულა ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოშობაში, შემდეგ კი – საქართველოს სახელმწიფოებრივ გაერთიანებაში. მუხრანი თავიდანვე ქართლის მეფეთა სანადირო ადგილი იყო. აქვე ჰქონდათ მათ რამდენიმე სასახლე-რეზიდენცია.
ძვ. წ. III-II საუკუნეებში მუხრანი დიდი მცხეთის სასოფლო გარეუბანს წარმოადგენდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სამიმოსვლო გზები. ანტიკურ ხანაში და ადრინდელ ფეოდალურ ხანაში მუხრანის (ბარი) და თრიალეთის (მთა) კავშირმა დიდი როლი შეასრულა ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოშობაში, შემდეგ კი – საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარებაში.
ციხე-გალავანი მდებარეობს სოფელ მუხრანის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე, ისტორიულ შიოსუბანში. გალავნის შიგნით ორი ეკლესია დგას – ჯვარ-გუმბათოვანი გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ეკლესია და დარბაზული ეკლესია. საშენ მასალად გამოყენებულია რიყის ქვა, ყორე ქვა და აგური.
ციტადელის ჭიშკრის თავზე არსებული წარწერის თანახმად, ციხე-გალავანი XVIII საუკუნის 30-იან წლებში აუგია მამუკა მუხრანბატონს ლევან მუხრანბატონის დახმარებით. 1756 წელს ძლიერ დაზიანებული ციხე განუახლებია მეფის სახლთუხუცესს – კონსტანტინე მუხრანბატონს.
ცოტა ხნის წინ, ამ ეკლესიას ქეთევან წამებულის სახელი ეწოდა…
ასეა, თუ ისეა, აშკარაა, რომ ეს ადგილი ტურისტებისთვის პოტენციურად საინტერესო ადგილია, და უპრიანი იქნება, ამ ადგილის ასოციაცია ადამიანებში არ შემოიფარგლოს მხოლოდ მუხრანის ქათმით. ბოლო-ბოლო გუმბათჩამოქცეულ ეკლესიას, მხოლოდ მტრედები ვერ უპატრონებენ.