RSS

წილკანი

02 აპრილი

ოლიკო ცისკარიშვილი

ტურისტებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ძეგლი წილკანში ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსია, რომელიც სიფელ წილკანის ცენტრში დგას.

This slideshow requires JavaScript.

ღვთისმშობლის ეკლესია და ციხე-გალავანი როგორც ისტორიული თვალსაზრისით, ასევე ვიზუალური მხარითაც საინტერესოა და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.

წილკნის ღვთისმშობლის უძველესი საეპისკოპოსო ტაძრის წარმოშობა უკავშირდება ქართლში ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელების პირველ ხანებს, წმინდა ნინო განმანთლებლის მოღვაწეობას და მდინარე არაგვსა და ქსანს შორის მცხოვრებთა ქრისტიანობაზე მოქცევას. ტაძარი პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის მემკვიდრის ბაქარის ძალისხმევით აშენებულა მეოტხე საუკუნეში.
ქართული ისტორიული წყაროები გვამცნობს: მეფემ „ბაკურ დაიწყო წილკნისა ეკლესიასა და განიშორა ოცდამეათხუთმეტესა წელსა“. ლეონტი მროველი წილკნის ეკლესიის აგებას მირიანის ძეს ბაქარ მეფეს მიაწერს. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით: „არს ეკლესია წილკანს ღვთისმშობლისა, გუმბათიანი და შვენიერი. აღაშენა კე (25-ე) მეფემან ბაქარ, ზის ეპოსკოპოზი, მწყემსი მუხრანისა, ორივე არაგვისა და ბაზალეთისა“. V საუკუნის ბოლოს თუ V-VI საუკუნეების მიჯნაზე წილკანში დიდი სამნავიანი ბაზილიკა აუგიათ. წილკნის ტაძარი მნიშვნელოვანი ლიტერატურულ-მწიგნობრული კერაც იყო. ტაძარი არაერთხელ არის აღდგენილი და შეკეთებული.

როცა წილკნისკენ გზას შევუდექით მშვენიერი, მზიანი ამინდი იყო. ტაძრის გარდა სოფელში რამდენიმე ქუჩაზეც გავიარეთ…

მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა თავისი მნიშვნელობით შეიძლება მოიზიდოს პოტენციური ტურისტები, როგორც საქართველოდან ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. სოფლის ინფრასტრუქტურა კი გაუმართავია. რომ აღარაფერი ვთქვათ, გზებზე, სოფელში წყალიც კი არაა და ადგილობრივ მოსახლეობას ჭებიდან უწევთ წყლის ზიდვა. პრობლემა რომ არ იყოს თავისთავად ჭა ან იქიდან დალეული წყალი თავისებური ეგზოტიკაც კია, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება და ტურისტულ პოტენციალს კი ვკარგავთ… როგორც სოფელი და მისი მცხოვრებლები, სახელმწიფოც….

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s