RSS

აღმოაჩინეს ორი უძველესი ეკზოპლანეტა

28 მარ

ასტრონომებმა ორი უძველესი ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს. მათი ასაკი 12,8 მილიარდ წელს ითვლის. ამის შესახებ ჟურნალი Astronomy and Astrophysics-ი იუწყება. კვლევის ფარგლებში მეცნიერები ვარსკვლავების ირგვლივ ისეთ პლანეტებს ეძებდნენ, რომლებიც მძიმე ელემენტებს შეიცავდნენ.

ასტრონომები კოსმოსზე დაკვირვებას FEROS ტელესკოპით ლა-სილეს ობსერვატორიიდან აწარმოებდნენ. სწორედ ამ დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა ორი ეკზოპლანეტა. ერთ-ერთის მასა დაახლოებით იუპიტერის ტოლია, ხოლო მეორე მას ზომით ჩამორჩება. ორივე მათგანი გაზის გიგანტების კლასს მიეკუთვნება.

მეცნიერების თქმით, ახალი აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია ციური სხეულების მეცნიერული შესწავლის მიზნით. ციური სხეულების შემადგენლობაში მეტალების განსაზღვრა ამ კვლევამ ახლებურად წარმოაჩინა.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s