RSS

მარნეულში ცენტრალური ნაგავსაყრელი და ნაგავგადამტვირთი სადგური მოეწყობა

22 მარ

მარნეულში თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური ნაგავსაყრელი და ნაგავგადამტვირთი სადგური მოეწყობა, მოხდება ნარჩენების შეგროვება-გატანის მიზნით კონტეინერებისა და ნაგავმზიდი სატრანსპორტოსაშუალებების შეძენა და გადამუშავების სისტემის დანერგვა.

„ნარჩენების მართვა არის სფერო, რომელიც პრაქტიკულად მემკვიდრეობის გარეშეა ჩვენს ქვეყანაში. არაფერი სერიოზული წლების განმავლობაში ამ სფეროში არ გაკეთებულა. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ამ სფეროს რეგულირება გასცდა ნარჩენების მართვის პოლიტიკაზე საუბარს. დარწმუნებული ვარ ჩვენი ერთობლივი მუშაობით და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ამ სფეროში დამყარდება წესრიგი, რომელშიც ძალინ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. მნიშვნელოვანია, რომ დღეს დაიწყება ამ საკითხებზე აქტიური მუშაობა,” – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

ნარჩენების მართვის პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში ნარჩენების მაღალი სტანდარტების დანერგვა, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აღმოსავლეთ რეგიონის შვიდ ქვეყანაში ხორციელდება. პროექტის სრული ბიუჯეტია 6 მილიონამდე ევრო.
„ქვემო ქართლში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს. ჩვენს რეგიონში იქნება თანამედროვე დონის ნაგავსაყრელი და ინფრასტრუქტურა, რომ ჩვენი ორგანული ნარჩენებით არ დავაზიანოთ გარემო, პირიქით მოხდება საზოგადოებრივი სიკეთეების სასარგებლოდ გამოყენება,” – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
საქართველოში პროექტის საპილოტე რეგიონში – ქვემო ქართლში არსებული ნაგავსაყრელების ინვენტარიზაცია, გარემოდაცვითი რისკების შეფასება, გეო-ინფორმაციული (GIS) რუკების და ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება განხორციელდა.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s