RSS

გარემოსდამცველები დიდი ჰესების მშენებლობის პროექტების შეჩერებას ითხოვენ

11 თებ

გარემოსდამცველები დიდი ჰესების მშენებლობის პროექტების შეჩერებას ითხოვენ და მას ქვეყნისთვის არარენტაბელურად მიიჩნევენ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ორგანიზებით, “კინოს სახლში” დღეს  გამართულ დისკუსიაზე გარემოსდამცველებმა განაცხადეს, ხელისუფლების მიერ 2012 წელს დაგეგმილი 15 ჰესის მშენებლობა, რომელთა შორის რამდენიმე დიდი ჰესია, საქართველოს ბიუჯეტსა და მოსახლეობას სარგებელს არ მოუტანს.

“მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარის მანანა ქოჩლაძის ინფორმაციით,  ათასობით ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგული და ტყის მასივი ინვესტორებს სიმბოლურ თანხად, 1 დოლარად გადაეცემათ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას ხელს არ უწყობს და არ ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფს.

გარემოსდამცველების განცახდებით,  გაერო-ს ეკონომიკური კომისიის მიერ გაკეთებული შეფასებით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეროვნული შეტყობინების შეჯამების შედეგად, შესაძლოა, კავკასიაში მტკნარი წყლის რესურსი შემცირდეს და აქედან გამომდინარე, ჰესების მშენებლობა  ქვეყნისთვის რენტაბელური არ იქნება.

მათი განცახდებით, ხელისუფლებამ 20-ე საუკუნის ტექნოლოგიების ნაცვლად, ენერგიის მიღების ალტერნატიული საშუალებები უნდა გამოიყენოს.

“კინოს სახლში”  გამართულ დისკუსიაში  _ “არა დიდ ჰესებს”, ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

შეხვედრის დასაწყისში ხუდონ ჰესის მშენებლობის შესახებ ფილმი აჩვენეს, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, წყალქვეშ 27 სოფელი აღმოჩნდება.

http://www.epn.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s