RSS

წყალტუბოს უნიკალური მინერალური წყლები

22 ნოე

ოლიკო ცისკარიშვილი

ქალაქი წყალტუბო მდინარე წყალტუბოსწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 120 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ის მრავალმხრივი კურორტია და განსაკუთრებით განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით.

This slideshow requires JavaScript.

წყალტუბო ცნობილი იყო ჯერ კიდევ VII-IX საუკუნეებში უფრო ადრეც. XII XIII საუკუნეებში წყალტუბო, როგორც სამკურნალო პუნქტი, უკვე სარგებლობდა ფართო პოპულარობით.

პირველად წერილობით წყაროებში „მაღლაკს მდებარე აბანოისა სახლის“ სახით წყალტუბო მოხსენიებულია 1245-1250 წლებით დათარიღებულ გელათის მონასტრის სიგელში.

1782 წელს „ბერლინის საბუნებისმეტყველო  საზოგადოების შრომების” კრებულის ევროპულ გამოცემებში პირველად, გერმანულ ენაზე ქვეყნდება ცნობები წყალტუბოს სამკურნალო წყლების შესახებ. 1787 წელს რუსმა აკადემიკოსმა პ.ს. პალასიმ დაამუშავა და გერმანულ ენაზე გამოსცა ი. გიულდენშტეინის სამოგზაურო ჩანაწერების ხელნაწერები წყალტუბოს შესახებ. ხანგრძლივი შუალედის შემდეგ, 1809 წლიდან იწყება წყალტუბოს მინერალური წყაროების შესახებ მასალების გამოქვეყნება, როგორც რუსულ, ასევე დასავლეთ ევროპულ პრესაში.  1809 წელს გერმანულიდან შერჩევით. მოკლედ რუსულად ითარგმნა ი. გიულდენშტედტის „სამოგზაურო ჟურნალი” რომელშიც პირველად რუსულ ლიტერატურაში გამოჩნდა ცნობები წყალტუბოს მინერალური წყლის შესახებ. 1815 წელს ცნობილი ბუნებისმეტყველი იულიუს ფონ კლაპროტი ბერლინში გერმანულ ენაზე გამოცემულ ნაშრომში ასევე იძლევა წყალტუბოსა და მისი მინერალური წყლების დახასიათებას იმავე ი. გიულდენშტედტის „სამოგზაურო ჟურნალის” მიხედვით. 1897 წელს პროფესორ ალბერტ ეილენბურგის მსხვილ ევროპულ საენციკლოპედიო გამოცემაში „გერმანიის სამედიცინო მეცნიერების რეალური ენტიკლოპედია” მოყვანილია ზოგიერთი მონაცემი წყალტუბოს მინერალური წყაროების სასიკეთო თვისებების შესახებ. 1898 წელს გ. სტრუვემ ქიმიური ანალიზის საფუძველზე წყალტუბოს წყაროები მიაკუთვნა ინდიფერენტულ წყაროებს, რომლის ანალოგია ვილბადი და ტეპლიცი. კურორტი წყალტუბო ნაციონალიზებულია 1920 წელს, რის შემდეგაც  ბალნეოლოგიურ კურორტად იქცა.

1952 წელს საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში არქიტექტორების იოსებ ზაალიშვილისა და ვალერიან კედიას მიერ თავიდან იქნა გადამუშავებული კურორტი წყალტუბოს გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 1953  წელს დაამტკიცა. აღნიშნული გენერალური გეგმით წყალტუბო დაიყო ბალნეოოლოგიურ, სანატორულ და საცხოვრებელ ზონებად. ადგილმდებარეობის ხასიათმა არქიტექტორებს უკარნახა გეგმარების რგოლური სქემა. პირველმა წრიულმა ქუჩამ ბორცვთა ძირში გაიარა. სააბაზანოები ველზე-მინერალური წყაროების პარკში განლაგდა, ბორცვიანი რელიეფი გამოყენებული იქნა სანატორიუმების მშენებლობისათვის, ხოლო საცხოვრებელ უბნებს დაეთმო კურორტის სამხრეთ-აღმოსავლეთი ტერიტორია. გასული საუკუნის ბოლოს რკინიგზის ხაზის გასწვრივ  ქალაქში ახალი სამრეწველო ზონაც გაჩნდა. კურორტ წყალტუბოს ტერიტორიაზე გაშენებულია 150-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის მრავალწლიანი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-ნარგავები. კურორტის ტერიტორიაზე შექმნილია ხელოვნური „ცივი ტბა”, რომელიც შეიქმნა 1930-იან წლებში მცირე მდინარე წყალტუბოს კალაპოტის ჩაკეტვის შედეგად.

კურორტი წყალტუბო განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენდა და ახდენს ჩამოსულ სტუმრებზე.

სამკურნალო დაწესებულებაში ამბობენ, რომ პროცენტულად საზღვარგარეთელი დამსვენებლები უფრო მეტია, ვიდრე ადგილობრივი. ჩვენი სტუმრობის დროს, იქ აზერბაიჯანიდან, განჯიდან და ზათაქალადან სტუმრობდნენ. ხშირად სამკურნალოდ ჩამოდიან რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან…

სააქციო საზოგადოება ”ბელნეოსერვისის” შენობის მეორე ფლიგელში მჟამად სარემონტო სამუსაოებია დაწყებული. ექიმ-მკურნალები ყველა პროცედურას ლოკალიზებულად ერთ ფლიგელში აკეთებნ.

”აქ ძირითადად საყრდენ-მამოძრავებელი სისტემას, გულის დაავადებებს, კანის დაავადებებს, უშვილობას, გინეკოლოგიურ დაავადებებს, ნივთიერებათა ცვლის მოშლას ვმკურნალობთ, – ამბობს ექიმი ნანა გვიშიანი, კურორტოლოგ-ფიზიოთერაპევტი, –  პაციენტებს ვმკურნალობთ იმის მიხედვით, თუ რა დაავადებით მოდის იგი ჩვენამდე. ეს წყლები რამდენადაც კარგია სამკურნალოდ, უკუჩვენებებიც აქვს. მზარდი რაც არის, ვთქვათ კისტოზური, ონკოლოგიური დაავადებები, ამ წყლის პროცედურების მიღება არ შეიძება, რადგან ეს წყალი ყველაფრისთვის საკვებია. ამიტომ დამსვენებელმა წინასწარ უნდა გაიკეთოს გამოკვლევები და შემდეგ დავუნიშნავთ შესაბამის პროცედურებს.”

კურორტოლოგ-ფიზიოთერაპევტის თქმით, როცა გინეკოლოგიურ დაავადებებით მიდის პაციენტი მათთან, ასაკიც გასათვალისწინებელია. ”როცა პაციენტი კლიმაქტერული ასაკისაა და მას აქვს ფიბრომა, ბოლო მონაცემებით, მკურნალობა დასაშვებებია. ხოლო თუ პაციენტი, 35 წლამდეა, მაშინ არ შეიძლება, რადგან ამ შემთხვევაში იგი ზრდას ექვემდებარება,” – ამბობს ნანა გვიშიანი.

დარბაზიდან-დარბაზში დავყვები ექიმს და ისიც მიხსნის, რომ ამ კედლებში 6 კომპონენტიანი წყალი მოსჩქეფს, არასოდეს არ დგას, და ადამიანის ორგანიზმში ფორების საშუალებით შედის. შევდივარ იმ აუზშიც, სადაც სტალინი იკეთებდა პროცედურებს, იქცე სტალინის საყვარელი სავარძელი დგას. ამ აუზს უახლოეს მომავალში რეაბილიტაცია ჩაუტარდება და პირვანდელ სახე შეუნარჩუნდება. მოხატული აუზიდან სტალინის ლუქსში გადავდივართ და ჩემი მასპინძელი მიყვება, რომ ეს ლუქსი ბევრ საპატიო სტუმარს მასპინძლობდა, მათ შორის პატრიარქსაც.

”ამჟამად, სრული დატვირთვით დღეში შეგვიძლია 700 პროცედურის გაკეთება, – ამბობს ექიმი და ილის ტალახის სასარგებლო თვისებებზეც ყვება, რომელიც კუმისის ტბის ფსკერიდან ამოაქვთ და წყალტუბოში ჩამოაქვთ, – დამსვენებელს ნახევარ საათიანი პროცედურა უტარდებათ, თუმცა დღეში 4-5 პროცედურის ჩატარება შეიძლება, გააჩნია დაავადება.”

წყალტუბოს წყლები როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვისაც რეკომენდირებულია (თუმცა არა სამ წლამდე ბავშვებისთვის). აქ რეაბილიტაციას ხშირად გადიან ბავშვები, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევით დაბადების პათოლოგიებით.

სპეციალისტები მიხსნიან, რომ კურორტის უნიკალური მინერალური წყლები გამოირჩევიან საკმაოდ მდგრადი ფიზიკო-ქიმიური თვისებებით და განეკუთვნებიან სუსტად რადონულ ქლორიდულ-მაგნიუმიან წყლებს. წყლების მაღალეფექტური სამკურნალო პროფილაქტიკური მოქმედება განპირობებულია მათი ურთულესი შემადგენლობითა და შემცველი მარილების ძირითად კომპონენტთა თავისებური შერწყმით. წყლების ბუნებრივი ტემპერატურა (33-35 °С) იძლევა მათი გამოყენების საშუალებას წინასწარი შეთბობის გარეშე. სპეცისლაიტთა თქმით, წყალტუბოს წყლით მკურნალობენ: გულსისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვიული სისტემის, გინეკოლოგიური, კანის, ენდოკრინულ დაავადებებს, ნივთიერებათა ცვლის მოშლასა და სხვა.

სს ”ბალნეოსერვისი”-ს მეექვსე სააბაზანო შენობა ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილია. ის უშუალოდ წყაროზეა აგებული. მასში მოთავსებულია 3 აუზი და 50 ინდივიდუალური კაბინა-აბაზანა. მკურნალობა აუზებსა და კაბინა-აბაზანებში მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყლით (მინერალური წყალი პროცედური დასრულებამდე განუწყვეტლივ შემოედინება აბაზანაში და გადაედინება), რითაც წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ თვისებებს, ერთგვაროვნებასა და ტემპერატურას.

კურორტზე სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგი კომპლექსური სამკურნალო პროცედურები: მინერალური წყლის აბაზანები; წყალქვეშა (ჰიდრო) მასაჟი. სამკურნალო ფიზკულტურა აუზში და დარბაზში, კლასიკური სამკურნალო მასაჟი, ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა წყალში, ფიზიოთერაპია, გინეკოლოგიური ირიგაცია. შხაპი ”მარკო”, მექანოთერაპია, სამკურნალო ტალახის აპლიკაციები და სხვ.

 
 

7 responses to “წყალტუბოს უნიკალური მინერალური წყლები

  1. Di@

    22/11/2011 at 20:40

    რამდენი უნიკალური რამ გვაქვს საქართველოში და 98% აუთვისებელია. 😦

     
  2. Ana Ramazashvili

    05/06/2014 at 23:29

    ,,მინერალური წყლის აბაზანები; წყალქვეშა (ჰიდრო) მასაჟი.” როგორ შეიძლება დავუკავშირდე ამ დაწესებულებას?

     
    • ekofact

      05/06/2014 at 23:33

      სს “ბალნეოსერვისი”

      მისამართი: №6 სააბაზანო, კურორტის პარკი, ქ. წყალტუბო, 5400, საქართველო

      ტელ: (436) 22 41 73, (436) 22 41 96

      ფაქსი: (436) 22 41 96

      ელფოსტა: info@tskaltuboresort.ge infokurort@gmail.com

      ვებ-გვერდი: tskaltuboresort.ge

      599 49 91 12 მზია ჟორჟოლიანი – მთავარი ექიმი

      599 98 68 02 ნანა გვიშიანი – ექიმი კურორტოლოგ-ფიზიოთერაპევტი

      599 94 49 62 ელგუჯა მელქაძე – მარკეტინგის მენეჯერი

       
  3. saliko

    23/12/2014 at 11:46

    თუ დაგაინტერესებთ დასვენება წყალტუბოში, შემიძლია შემოგთავაზოთ მყუდრო, კომფორტული გარემო. ტ: 595609050

     
    • rauli

      17/05/2015 at 21:57

      გამარჯობა
      რა ფასებია და რა პირობები?

       
  4. ფარიდა

    31/05/2018 at 12:38

    გამარჯობათ მაინტერესებს 10 დღე რამდენი დაჯდება ერთ კაცზე ?

     
    • ekofact

      31/05/2018 at 18:23

      გამარჯობა, აქ მხოლოდ მასალაა წყალტუბოზე, სამწუხაროდ, არ ვარ ადმინისტრატორი ამ კურორტის, სადაც კითხვა დატოვეთ, ეს უბრალოდ, ბლოგია… შეგიძლიათ დაუკავშირდეთ http://sanatoriumi.ge/ka/ და მიიღოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s