RSS

ბელორუსია და საქართველო ანუ ტყე შეუნახე შვილებსას, სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია

16 ივნ

This slideshow requires JavaScript.

პრეს-ტურში, რომელიც ბელორუსიაში ჩატარდა და რამოდენიმე ქვეყნის ჟურნალისტები იღედნენ მონაწილეობას (მათ შორის საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვეთი, რუსეთი, უკრაინა და თავად ბელორუსია) ეძღვნებოდა ბუნების დაცვას და ტყის რესურსების მოხმარებას.
მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო ორგანიზაცია FLEG-ის ინიციატივით ჩატარებულმა პრეს-ტურმა მართლაც რომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
თვითმფრინავი ვიდრე მინსკის თავზე დაფრინავდა, ჯერ კიდევ მაშინ გავვოცდით მოწესრიგებული და მოვლილი ტყეების დანახვაზე, თუმცა ეს გაოცება მაშინაც არ გახუნებულა, როცა ბელორუსიის ტყეები ფეხით მოვიარეთ და საკუთარი თვალით ვიხილეთ, როგორ უვლიან ბელორუსები ტყეებს და ბუნებას. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, საპიკნიკო, ადგილებზე ისეთი სისუფთავე იყო, ნამდვილად ვინანე ბელორუსი რომ არ ვიყავი. მათ ქართველებისგან განსხვავებით, მართლა შეგნებული აქვს, რომ “ტყე შეუნახე შვილებსა…”, მხოლოდ ანდაზა არაა. რამდენიმე კვირის წინ, ტორნადოსგან განადგურებულ ტყეებს მთელი ბელორუსია მისტიროდა და ქუდზე კაცი გამოვიდა, სტიქიასთან საბრძოლველად.
“ყველა ბელორუსი თავს ვალდებულად თვლის, რომ ამ დროს ერთად დადგეს,” – გვეუბნებიან ადგილობრივები და კითხვას გვიბრუნებენ, _ რა თქვენს ქვეყანაში ასე არ ხდება?”
“კი, ჩვენს ქვეყანაშიც ასეა,” – ვუდასტურებ და თვალს ვარიდებ…
ბელორუსიის ტყის მეურნეობის მინისტრმა მიხეილ ამელიანოვიჩევმა ჟურნალისტებთან და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელ ივან ველევთან შეხვედრისას ბევრი ისაუბრა ბელორუსიის ტყეებსა და მის მოვლა-პატრონობაზე. პრობლემები მათაც აქვთ, მაგრამ აშკარად იმდენი არა, რამდენიც ჩვენ. მარტო ის რად ღირს, რომ ბელორუსიის ტყეები ვიდეოთვალით კონტროლდება და ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების შემთხვევაში დროულად, რამდენიმე წუთში შეუძლიათ რეაგირება და სტიქიური უბედურების ლოკალიზება.
ბელორუსული გირჩების გადამამუშავებელ ლაბორატორიაში სეზონურად მუშავდება გირჩები, გამოყავთ თესლები, სათბურში უამრავ ნაძვს ზრდიან, რომლებიც მერე საექსპორტოდ ევროპაში გააქვთ.
რამდენიმე მეურნეობა მუშაობს სხვადასხვა ხის ნერგების გაზრდაზე. ამასწინათ, რუსეთში უდიდესი ხანძრის შედეგად განაგდურებული ტყის აღსადგენად, რამდენიმე ათასი არყის ხის ნერგი, სწორედ ბელორუსიის მეურნეობებიდან წაიღეს.
დაავადებულ ხეებს კი, უნიკალური მანქანებით ამუშავებენ, ეს მანქანები ხეს კიდეც ჭრის, ტოტებისგან ასუფთავებს და ნაჭრებადაც ანაწილებს. მოგვიანებით ამ პროცესს თავადაც ვადევნეთ თვალი ერთ-ერთ უბანზე.
მუდმივად მიდის მუშაობა ტყის განახლებაზეც.
ქართულმა მხარემ მინისტრს მოკრძალებით ჰკითხა: – ადგილობრივი მოსახლეობა ტყიდან ხილ-კენკრის, სოკოსა და ფიჩხის გამოტანისთვის რამდენს უხდის სახელმწიფოსო…
პასუხი ერთგვაროვანი იყო: ტყე ხალხისაა და არავის აქვს უფლება ტყის ნობათზე თანხა გადაახდევინოსო. მოგვიანებით, ეს ადგილობრივი ბელოსუსების გაფართოებულმა თვალებმაც დაგვიდასტურეს, როცა იგივე კითხვა გავუმეორეთ…
როგორც აღმოჩნდა, იქ, ადგილობრივებს კი არა, მეც კი შემიძლია ტყიდან რამდენიმე კუბური მეტრის გამოტანა, თანაც ისე, რომ არავინ მომთხოვს პირადობის მოწმობასაც კი. (ეს იმ შემთხვევაში, თუ, რამდენიმე ათასი კუბური მეტრის გაზიდვას არ დავაპირებ)
ბელორუსების აზრით, ტყის რესურსების მოხმარება ყველა ბელორუსს შეუძლია, რადგან ყველას აქვს შეგნებული, რომ იმაზე მეტი არ უნდა გამოიყენოს, ვიდრე სჭირდება. სოფლებში კი, დღემდე აშენებენ პატარა ხის, კოხტა სახლებს.
ასე თავჩაღუნულსა და გაწითლებულს მომიწია რამოდენიმე დღე იქ სიარულმა, რადგან კონტრკითხვებზე პასუხის გაცემა ნამდვილად მრცხვენოდა.
პრეს-ტურის დამაგვირგვინებელი აკორდი, მართლაც რომ სიურპრიზი იყო, იქ ბელორუსიაში, სამშობლოდან რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულებს ერთ-ერთ სატყეოს ტერიტორიაზე, კერძოდ, კი ბერეზინსკის რაიონში მდებარე სატყეო მეურნეობაში, ჩვენ ქართველმა ჟურნალისტებმა, საქართველოს სახელით ნაძვები დავრგეთ.
ეხლა იქ, შორეულ ბელორუსიაში, რამოდენიმე ხე იშრიალებს, რომლებსაც გვერდს წარწერა უმშევენებს “გრუზია”.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s