აღმოსავლეთის ნაძვის არსებული ტყეების ფართობი 138 589 ჰექტარს მოიცავს. ეს კი ქვეყნის ტყეების საერთო ფართობის 5 პროცენტია. მარაგების მხრივ კი მისი ხვედრითი წილი 7.5 პროცენტია. ნაძვი მავნებელ_დაავადებათა მიმართ მეტად მგრძნობიარეა, ამიტომ ხშირად ზიანდება მავნებლებითა და დაავადებებით, განსაკუთრებით მბეჭდავი ქერქიჭამიით – „ტიპოგრაფი“.
2001 წელს ბორჯომის ხეობაში მბეჭდავი ქერქიჭამიის მასობრივი გამრავლების ციკლი დაიწყო, რამაც გამოიწვია ნაძვნარების კერობრივ_ჯგუფურ ხმობა. საშიშროებაა, რომ მთელი რეგიონის ტერიტორიაზე გავრცელდეს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვ. გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის მიერ 2002 წელს ბორჯომის ხეობაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ხეების თითქმის 30 პროცენტი დაზიანებულია მავნებლებით, მათ შორის 7,84 პროცენტი უკვე ზეხმელია, ხოლო 4,8 პროცენტი ხმობადი. საფრთხე ექმნება ათეულ ათასობით ჰექტარ კორომებს.
ტყის ინვენტარიზაციისა და ტყის მართვის დაგეგმვის დახმარება საქართველოს ტყეების განვითარების პროექტის ფარგლებში (FDP) 2004 წლის მაისში ჩატარდა.
ნაძვნარებში გავრცელებული მრავალრიცხოვანი მავნე მწერებიდან ტიპოგრაფთან ერთად სამეურნეო მნიშვნელობა აქვს ნაძვის დიდ ლაფნიჭამიას. მისი გავრცელება შედარებით მაღალ დონეზეა ახალციხეში (8,75 პროცენტი) და ამბროლაურში (6.67). დაფიქსირებულია მავნე მწერების 21 სახეობაც. მათ შორის 18 ღერო_ტოტებზე, 1 წიწვებზე, 2 გირჩებზე.
ქერქიჭამიასგან განსხვავებით, ახალ მოვლენას წარმოადგენს ფიჭვის ღეროს ალურას გავრცელება. მათი საშუალო მაჩვენებელი 3, 55 პროცენტია. გამოკვლევისას გამოვლინდა სხვადასხვა დაავადების გამომწვევი სოკოების 15 სახეობა. მათ შორის: 11 ღეროებზე, 2 ფესვებზე, 2 წიწვებზე და 3 გირჩებზე. დაავადებებიდან გამოირჩევა ღეროების წითელი სიდამპლის გამომწვევი – Pჰელლინის პინი ვარ.აბიეტის რომელიც ნაძვნარს აავადებს 40_50 წლის ხნოვანებიდან. მის გავრცელების საშუალო მაჩვენებელი 6.33 პროცენტია. ფესვების თეთრი ფერიფერიული სიდამპლის გამომწვევი – შემოდგომის მარჯკვალა – Aრმილლარია მელლეა_ის გავრცელების საშუალო მაჩვენებელმა 2.4 პროცენტი შეადგინა. ორივე დაავადება გავრცელებულია ყველა გამოკვლეულ სატყეო მეურნეობაში.
ნაძვნარებში ჭრის ადგილების გაწმენდის დონე დაბალია, განსაკუთრებით ბორჯომ_ბაკურიანის სატყეო მეურნეობაში. ანალოგიური მდგომარეობაა ბუნებრივი ჩახერგილობების მხრივაც – ქარქცევადობით წარმოშობილი ჩახერგილობები გაუწმენდავია.
მავნე ორგანიზმთა საწინააღმდეგოდ და საერთოდ ნაძვნარის გაჯანსაღების გასაუმჯობესებლად საჭიროა მავნებელ დაავადებათა გავრცელებისა და ნაძვნარების ფიტოსანიტარული მდგომარეობის მონიტორინგი, რაც გულისხმობს წელიწადში ორჯელ ნაძვნარების ვიზუალურ და რეკოგნოსცირებულ გამოკვლევებს მავნე მწერებისა და დაავადებების დავრცელების კერების, ხმობადი და გამხმარი ხეების, ბუნებრივი და ხელოვნური ჩახერგილობების გამოსავლენად და ა.შ.
ნაძვნარების ფიტოსანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ყველა გამოკვლეულ სატყეო მეურნეობაში – ბორჯომ_ბაკურიანი, ახალციხე, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი და ა.შ. საჭიროა ჩატარდეს ამორჩევითი და პირწმინდა სანიტარული ჭრები – გამხმარი, ხმობადი და მავნე ორგანიზმებით დასახლებული ხეების სალიკვიდაციოდ.
იმ კორომებში სადაც აღინიშნება ტიპოგრაფიის გავრცელება უნდა მოეწყოს საჭერი ხეები, მავნებლის გავრცელების ინტენსივობის გათვალისწინებით. საჭერი ხეებია ბუნებრივი და ხელოვნური. ხელოვნური საჭერი ხეები სპეციალურად მოიჭრება, ხოლო ბუნებრივ საჭერებად გამოიყენება ქარქცეული, თოვლტეხილი ან სხვა რაიმე მიზეზით დასუსტებული ხეები, სათანადო დამუსავებით. მავნებლით სრული დასახლებისა და კვერცხდებით შეწყვეტის შემდეგ, ბუნებრივი თუ ხელოვნური საჭერი ხეები უნდა დამუშავდეს – გაიქერქოს და ნარჩენები დაიწვას. სატყეო პათოლოგიის პრაქტიკაში სხვადასხვა მავნებლების წინააღმდეგ ფართოდ გავრცელდა ფერომონიანი საჭერი, რომელიც გამოიყენება როგორც პროგნოზისა და სიგნალიზაციის, ისე ბრძოლის მიზნით.