RSS

საჭიროა თუ არა გენური ინჟინერიის პროდუქციის იმპორტი?

03 ივნ

მსოფლიო ბაზარზე, გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტების ზრდის მიუხედავად, მომხმარებელი მათ მაინც ფრთხილად ეკიდება. 1990 წლების მიწურულს გმ მცენარეებისადმი წინააღმდეგობა ყველა კონტინენტზე გაიზარდა. ბევრმა ქვეყანამ იმ სასურსათო დახმარებაზე, რომელიც გმ საკვებს შეიცავდა უარი თქვა.
სოფლის მეურნეობაში გენურ-საინჟინრო სამუშაოების დანერგვის პოტენციურ საფრთხეებზე ბევრი შეიძლება ითქვას: ტრანსგენური მცენარე წარმოადგენს ახალ ორგანიზმს ახალი თვისებებით.

შეიძლება ეს თვისებები საზიანო აღმოჩნდეს, როგორც ადამიანისათვის, ისე ეკოსისტემისათვის (მწერებისადმი მდგრადობის გენი შეიძლება მრავალ სხვა მცენარეშიც გადავიდეს, რაც მწერების პოპულაციის გადაშენებას გამოიწვევს. ამის მაგალითები უკვე არსებობს).
გენური ინჟინერიით, რომელიც სახეობათაშორის ბარიერს არღვევს, შესაძლებელია გენების აღება და გადატანა ერთმანეთისაგან ძალიან დაშორებულ სახეობებს შორისაც. გენ-მოდიფიცირებული პროდუქტების კომპონენტები შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ ალერგენები, მაღალტოქსიკურებიც ანუ ქიმიურად საშიში ცოცხალი ორგანიზმებისათვისაც. მაგ: მხოლოდ რამდენიმე წლის მოხმარების შემდეგ, გახდა ცნობილი ასპარტამის სახელით გავრცელებული კვების დანამატით გამოწვეული სერიოზულ გვერდით მოვლენებზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უსაფრთხოდ ითვლებოდა და კვებისა და ფარმაცევტულ წარმოებაში მისი გამოყენება 100-ზე მეტ ქვეყანაში იყო დაშვებული. ასპარტამი, როგორც შაქრის შემცვლელი, რეკომენდირებული იყო შაქრის დიაბეტით დაავადებულთათვის, ასევე, ვისაც სიმსუქნის პრობლემა აწუხებდა, ან სურდა აეცილებინა კარიესის. მას იყენებდნენ 5 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციის წარმოებაში (“ჩოცა-ცოლა ლიგჰტ”, “Pეპსი-ცოლა ლიგჰტ”, იოგურტის, რძიანი დესერტების, ნაყინის, საღეჭი რეზინების და სხვ.).

პირველი ტრანსგენი
კომპანია “ჩალგენე”-მ პირველი კომერციული ტრანსგენი “Fლავრ შავრ” ჯიშის პომიდორი შექმნა, რომელიც აშშ-ს სუპერმარკეტებში 1994 წელს გამოჩნდა. თუმცა, წარმოებასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სამი წლის შემდეგ, მისი რეალიზაცია შეწყდა. თავიდან გენმოდიფიცირებული მცენარეების თესვას მასშტაბური ხასიათი არ ჰქონია.
1996 წლიდან მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. 1998 წელს მსოფლიოს 45 ქვეყანაში (განსაკუთრებით აშშ-ში, კანადასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში), 60 სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე 25 ათასზე მეტი საველე ცდა ჩატარდა. 1997 წელს, წინა წელთან შედარებით, ტრანსგენური სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესების საერთო ფართობი მსოფლიოში 4,5-ჯერ გაიზარდა. 1998 წელს 30 მლნ ჰა-ს გადააჭარბა, 2003 წლისათვის ამ სახის ნათესებს 60 მილიონი ჰექტარი ეკავა. ტრანსგენური მცენარეების გაშენებაში აშშ, არგენტინა, კანადა და ჩინეთი მსოფლიო ლიდერები არიან.
გენური ინჟინერიით მიღებული მცენარეებიდან გავრცელებულია სოიო (1995 წლიდან აშენებენ). შემდეგ სიმინდი, ბამბა, თამბაქო, პომიდორი, კარტოფილი და ა.შ.
გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურები, როგორც კვების პროდუქტების, ისე საკვები დანამატების წარმოებაში გამოიყენება. მაგალითად, სოიოსგან მიიღება სოიოს რძე, რომელსაც ჩვილი ბავშვები ნატურალური რძის მაგივრად იღებენ. სოიოს ლეციტინი (E322) გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში, როგორც ემულგატორი და სტაბილიზატორი, ხოლო სოიოს ქერქი _ ქატოს, ბურბუშელას და სხვა საკვების წარმოებაში. დიდი რაოდენობითაა ისეთი პროდუქტების შემადგენლობაში, როგორიცაა პური, ძეხვი, შოკოლადი და სხვ.
მოდიფიცირებული კარტოფილი და სიმინდი ჩიფსების დასამზადებლად გამოიყენება. მისგან მიღებული სახამებელი კი საკონდიტრო და პურის საცხობ მრეწველობაში, ასევე სხვადასხვა სოუსების, კეტჩუპების (საწებლების) და მაიონეზების მისაღებად. სიმინდისა და რაფსის ზეთს დანამატის სახით იყენებენ მარგარინში, პურ-ფუნთუშეულში და სხვა.
“Gრეენპეაცე”-ის სპეციალისტებმა მოამზადეს იმ პროდუქტების ჩამონათვალი (მწარმოებელი კომპანიის მითითებით), რომლებიც შეიცავენ ან შეიძლება შეიცავდნენ გენ-მოდიფიცირებულ კომპონენტებს. ეს ნუსხა ხელმისაწვდომია ინტერნეტის ყველა მომხმარებლისათვის. მასში შესულია ცნობილი კომპანიების (Hერსჰეყ’ს, ჩადბურყ და Mარს) ფართოდ გავრცელებული შოკოლადის ნაწარმი (Fრუიტ&Nუტ, M&M, შნიცკერს, თწიხ, Mილკყ ჭაყ), ჩოცა-ჩოლა-სა და Pეპსი ჩოლა-ს უალკოჰოლო სასმელები (ჩოცა-ჩოლა, შპრიტე, Pეპსი, 7-Uპ); შოკოლადის სასმელი Nესქუიკ (კომპანია Nესტლე), ფირმა Dანონ-ის იოგურტები, Pროცტერ & Gამბლე-ის ჩიფსები, Kნორრ-ის სოუსი, Lიპტონ-ის ჩაი, Pარმალატ-ის ორცხობილები, საღეჭი რეზინები შტიმოროლ და ჭრიგლეყ’ს და სხვა.
გენ-მოდიფიცირებულ საკვებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობაც წარმოადგენს.

ბიომრავალფეროვნების დაცვა
გენმოდიფიცირებული (გმ) პროდუქტების მიმართ 1990 წლიდან ევროპაში გაიზარდა გარემოსდაცვითი და სამომხმარებლო ორგანიზაციების, ფერმერების, მოსახლეობის ნაწილის წინააღმდეგობა. ევროპის ხუთმა ქვეყანამ (ავსტრია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, საბერძნეთი და დიდი ბრიტანეთი) გმ მცენარეებზე გარკვეული აკრძალვები დააწესა. გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებიდან თავისუფალი ზონების შექმნას ითვალისწინებს ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნების კანონმდებლობები.
აკრძალვები შემოიღეს აზიასა და ლათინურ ამერიკაშიც. ბევრმა სამხრეთულმა ქვეყანამ უარი თქვა იმ სასურსათო დახმარებაზე, რომელიც გმ საკვებს შეიცავდა.
1999 წლის ივნისში ევროკავშირის ხუთმა წევრმა ქვეყანამ: დანიამ, საფრანგეთმა, საბერძნეთმა, იტალიამ და ლუქსემბურგმა გამოსცეს ოფიციალური დეკლარაცია ე.წ. დე ფაქტო მორატორიუმი, რამაც ხელი შეუშალა გმ მცენარეების შემოღწევას ევროპის ბაზარზე. (ბიომრავალფეროვნების დაცვის კონვენცია მიღებულია გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ. ხელმოწერილია რიო-დე-ჟანეიროში 1992 წლის 5 ივნისს. ძალაში 1993 წლის დეკემბერში შევიდა. ხელმოწერილია ევროგაერთიანებისა და 162 სახელმწიფოს მიერ. კონვენციის სამდივნო იმყოფება მონრეალში.)
საქართველო ბიომრავალფეროვნების დაცვის კონვენციას 1994 წელს შეუერთდა. (კონვენციის ფონდში საწევრო გადასახადი შეადგენს დაახლოებით 12 ათას აშშ დოლარს წელიწადში.) საქართველომ მიიღო ის უფლებები, რასაც კონვენცია აძლევს მის მხარეებს გენეტიკური რესურსებიდან მიღებული მოგების სამართლიანი განაწილების საკითხებში. აღნიშნული კონვენციის თანახმად, საქართველო ვალდებულია არეგულიროს, აკონტროლოს და შეამციროს ბიოტექნოლოგიებით მიღებული გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება და გამოთავისუფლება ბუნებაში. ამ კონვენციის დანართი – “ბიომრავალფეროვნების შესახებ კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტაჰენის ოქმი” – ერთადერთი საერთაშორისო საბუთია, რომელიც მთლიანად მიძღვნილია გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმების კონტროლისაკენ – რატიფიცირებულია 50-ზე მეტი ქვეყნის მიერ და ძალაშია შესული.

სტატისტიკა
გმო-ს იმპორტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ქვეყანამ მხედველობაში უნდა მიიღოს პრობლემის არა მხოლოდ სამეცნიერო, სოციალურ-ეკონომიკური ასპექტებიც;
თუმცა, ტრანსგენური კულტურების თესვა “სტანდარტული” 12%-იანი მატებით იზრდება. მათზე მოდის მსოფლიო სოიას წარმოების 45%, სიმინდის – 10%, ბამბის – 20% და რაფსის 11%. ამჟამად აშშ-ში ტრანსგენურ კულტურებზე მოდის სოიას 75%, სიმინდის 34% და ბამბის 71%.
ევროპის ბევრ ქვეყანაში გენმოდიფიცირებული კარტოფილით და პომიდვრით დაკავებული ფართობები პრაქტიკულად ნულზეა დასული, რაც არსებულ სიტუაციაში მათი გამოყენების არაპერსპექტიულობაზე მეტყველობს;
გენური ინჟინერიით მიღებული ორგანიზმების (გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების – გმო), გავრცელება ბიომრავალფეროვნებისათვის, ისეთივე საშიშროებას წარმოადგენს, როგორც უცხო სახეობების ჩასახლება ახალ გარემოში. ახალი ნიშან-თვისება, რომელსაც გმო მცენარეები შეიძენენ, მათ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით, რამაც შესაძლებელია სერიოზული ეკოლოგიური დარღვევები გამოიწვიოს. (ბოლო დროის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად მცენარეთა და ცხოველთა 30-მე სახეობა ქრება, რაშიც გმო გავრცელების დიდი წვლილია. გაეროს კვებისა და სოფლის მეურნეობის ოფისის გამოკვლევის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო კულტურების 75%, ჯერ კიდევ წინა საუკუნის დასაწყისში გადაშენდა).
აშშ-ში გადაშენების პირას მყოფი მცენარეების 42% განსაკუთრებული რისკის ქვეშაა უცხო სახეობების ფართოდ გავრცელების გამო. აშშ-ის შიდა საქმეების დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანას მათი დაცვა, ყოველწლიურად, სულ მცირე 123 მილიონი დოლარი მაინც უჯდება.
გენმოდიფიცირებული პროდუქციის საკვებად გამოყენების მომხრეების მთავარი არგუმენტი, თავად სასოფლო-სამეურნეო კულტურების მახასიათებლებია, რომელთაც ბიოინჟინერიის მეთოდების გამოყენებამ მრავალი სასარგებლო თვისება შესძინა. კერძოდ, ეს კულტურები უფრო მდგრადები გახდნენ დაავადებების, მავნე მწერებისა და, რაც მთავარია, პესტიციდების მიმართ, რომელთა უარყოფითი გავლენაც ადამიანის ორგანიზმზე დიდი ხანია დამტკიცებულია.
2000 წელს გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEFGEF) საბჭოს სესიაზე `ბიოუსაფრთხოების ეროვნული სისტემების განვითარების” პროგრამა დამტკიცდა, საქართველოში, აღნიშნული პროგრამის ეგიდით, პროექტის განხორციელება 2002 წელს დაიწყო და მას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებულ საკითხებს (გარდა ”ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ” საქართველოს კანონისა _ III თავი, მუხლი 8 _ რომელიც კრძალავს ცხოველთა საკვები დანამატების სახით გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათი პროდუქტების გამოყენებას). საქართველოს ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მოხვედრის ძირითად წყაროს ტრანსსასაზღვრო გადაადგილება წარმოადგენს.

გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები
“გმო-საგან მიღებული ფერმენტებით საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვა ბოლო 10 წლის განმავლობაში, 68 მლნ აშშ დოლარიდან 24 მილიარდამდე გაიზარდა.
სამკურნალო წამლების 30%, გენეტიკურად მოდიფიცირებული მიკროორგანიზმებისაგანაა მიღებული. შიდაწვის ძრავის საწვავის 6%, რომელსაც ავტომობილებისათვის და ტრაქტორებისათვის გამოიყენებენ, მიიღება ტრანსგენური მცენარეული მასიდან წარმოებული ბიოდიზელით, რომელშიც ნავთობიდან წარმოებული დიზელის საწვავი მხოლოდ 15%-მდეა. ტანსაცმელიც კი – შესაძლებელია ამ ტექნოლოგიების გამოყენებით მიღებული მცენარეების (ძირითადად ბამბის კულტურის) იყოს,” _ ამბობს პროფ.ავთანდილ კორახაშვილი, რომელიც წლებია გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებზე მუშაობს.
საცდელ მინდვრებზე დამცავი ზონებისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე უკვე იზრდება გენური ინჟინერიის საშუალებით მიღებული სოია, სიმინდი, ბამბა, (მარტო ამ 3 კულტურაზე მოდის გმო-ს ნათესების 71%), შაქრის ჭარხალი, კარტოფილი, თამბაქო, მარწყვი, სხვადასხვა ყვავილები და ა.შ.
გენების ფუნქცია `მთლიანად დამოკიდებულია იმ გარემო პირობებზე, რომელშიც ისინი იმყოფებიან~, _ ამბობს ბარბარა მაკკლინტოკი (Bარბარა Mცჩლინტოცკ), 1983 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გენური ინჟინერიის დარგში ჩატარებული გამოკვლევებისათვის.

რა არის გენური ინჟინერია?
ზოგიერთის აზრით, ბუნებრივი გაგრძელებაა იმ ბიოტექნოლოგიური პროცესების, რომლებსაც ადამიანი დასაბამიდან იყენებდა – ღვინის დაყენებისა და პურის ცხობიდან დაწყებული, მცენარეთა და ცხოველთა სელექციით დამთავრებული. მართალია, დღეისათვის საკვებად გამოყენებული მარცვლეული ძნელად თუ წააგავს იმ ველურ წინაპარს, რომლისგანაც ის ადამიანმა ხელოვნური შერჩევის გზით მიიღო, მაგრამ ასეთი გადარჩევის ტრადიციული ფორმა თვისობრივად მნიშვნელოვნად განსხვავდება გენური ინჟინერიისაგან.
ბუნებაში გენეტიკური მრავალფეროვნება გარკვეული საზღვრების პირობებში ყალიბდება, ანუ – ვარდი შესაძლებელია შეჯვარებული იყოს განსხვავებული ჯიშის ვარდთან, მაგრამ მას ვერასოდეს შევაჯვარებთ კომბოსტოსთან. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სახეობები ახლონათესაურ კავშირში არიან და მათი შეჯვარება ხერხდება, შთამომავლობა, როგორც წესი, უნაყოფოა. მაგალითად, ცხენი შეიძლება შეეჯვაროს ვირს, მაგრამ მათი შთამომავალი ჯორი შთამომავლობას ვერ იძლევა. გენური ინჟინერია კი ასეთ ბარიერებს არღვევს. დღეისათვის გენური ინჟინერიის გზით შესაძლებელია გენების აღება და გადატანა ერთმანეთისაგან ძალიან დაშორებულ სახეობებს შორისაც კი; მაგალითად, მცენარეებში შეიძლება გენები გადავიტანოთ ბაქტერიებიდან, ვირუსებიდან, მწერებიდან, ცხოველებიდან და ადამიანებიდანაც კი.
“მოლეკულური ბიოლოგიის დარგის მეცნიერების აზრით, სახეობის ცნებაში არაფერია განსაკუთრებით ხელშეუხებელი. ისინი ვერ ხედავენ ეთიკურ პრობლემას სახეობიდან სხვა სახეობის მემკვიდრულ აპარატში ერთი, ხუთი და თუნდაც ასი გენის გადატანაში. მათ მიაჩნიათ, რომ ამით ისინი მხოლოდ გენის ქიმიურ კოდს ცვლიან და არა განსაზღვრული ცხოველის მთლიან სპეციფიკას.~ (ჟერემყ ღიფკინ, 1998). ხშირად დავობენ, რომ შესაჯვარებელი სახეობების გენების ურთიერთჩანაცვლება მეცნიერული აღმოჩენა არ არის, რადგან ევოლუციის პროცესში ბაქტერიები და ვირუსები ხშირად ახდენენ გენების ჩანაცვლებას სახეობებს შორის. ამჟამად მცენარეებში და ადამიანში აღმოჩენილია შესაბამისად 25 და 27 ათასი გენი, რომლის თუნდაც ერთი გენის შეცვლა ან ჩანაცვლება იწვევს სერიოზულ ცვლილებებს. გენური ინჟინერია მხოლოდ ბუნებრივ პროცესს აჩქარებს.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2006 წლის 1 იანვრისათვის გამოქვეყნებულია გმო-ს 16 მცენარის 68 ჯიშ-პოპულაცია, რომელთა წარმოება და გამოყენება ნებადართულია. ამ ჩამონათვალში ძირითადად ლიდერობენ: სოია, სიმინდი, ბამბა, პომიდორი, რაფსი, შაქრის ჭარხალი.
საერთაშორისო კომპანია `მონსანტო-“ს ჰერბიციდი რაუნდაპი მსოფლიოში ყველაზე კარგი გასაღების ბაზრის მქონე პრეპარატია. კომპანიის 9 მილიარდ აშშ დოლარიანი წლიური შემოსავლის 17%, სწორედ მის წილზე მოდის. თუმცა აშშ-ის პატენტს ჰერბიციდ რაუნდაპზე 2000 წლის ბოლოს ვადა გაუვიდა, მონსანტომ შეძლო ეფექტურად გაეფართოვებინა მისი მოქმედების ვადა და მონოპოლია. კერძოდ, აშშ-ს ფერმერები, რომლებსაც მონსანტოს გენური ინჟინერიით მიღებული სოია მოჰყავთ, ხელს აწერენ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც სხვა ჰერბიციდების გამოყენების შემთხვევაში ისინი კანონით დაისჯებიან.
პირველი სერიოზული ნეგატიური რეაქცია ევროპაში გენეტიკურად მოდიფიცირებულ კულტურების მარცვლეულზე 1996 წელს მოხდა, როცა ამსტერდამში აშშ-დან შევიდა გემი 200 000 ტ სოიას მარცვლით ევროკავშირის ქვეყნებისათვის. მაშინ `გრინფის~-ის 400-ზე მეტი აქტივისტი გამოვიდა ჰამბურგში მოთხოვნით – `ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ლაბორატორიის სასინჯი კურდღლები, შეიტანეთ გენურად შეცვლილი სოია თქვენს საკვებში~.
ასეთი გამოსვლები ინტენსიურად მიმდინარეობდა გერმანიაში. მაქს პლანქის ინსტიტუტის გენეტიკურად მოდიფიცირებული რაფსის ნათესები 14-ჯერ დაარბიეს. ამ დღიდან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მეცნიერთა, ფერმერთა და მომხმარებელთა აზრი ორ ჯგუფად გაიყო. ერთნი შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ გენურად მოდიფიცირებული კულტურები უარყოფითად მოქმედებდნენ იმ ცოცხალ ორგანიზმებზე. მეცნიერთა მეორე ჯგუფი ამტკიცებდა, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურები უარყოფითად არ მოქმედებენ ადამიანის და პირუტყვის ორგანიზმზე.
ამ მოვლენის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა საკითხი – უფრო მეტი დამაჯერებლობით დაესაბუთებინათ ან უარეყოთ გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ზიანი ან უვნებლობა, ვინაიდან ევროპის ზოგიერთი ქვეყნის (გერმანია, ავსტრია, შვეიცარია) სუპერმარკეტებმა და ჰიპერმარკეტებმა მიიღეს გადაწყვეტილება არ ევაჭრათ გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტებით, ვინაიდან მათი მეხსიერებიდან ჯერ კიდევ არ გამქრალიყო ბრიტანული ე.წ. `გიჟი ძროხების~ კრიზისი და მასთან დაკავშირებული უზარმაზარი ეკონომიური ზარალი.
ანალოგიური აჟიოტაჟი ატყდა ცხრა წლის წინ, საქართველოში, როცა ამერიკული ორგანიზაცია AჩDI-VOჩA-მ შემოიტანა გენური ინჟინერიით გამოყვანილი კოლორადოს ხოჭოს მიმართ რეზისტენტული კარტოფილი. მაშინ ეს საკითხი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის საგანგებო განხილვის საგანიც კი გახდა. ჩვენი ქვეყნის მეცნიერების და პრაქტიკოსების აზრიც აქ ორად გაიყო.
ბაქტერიული გენით მიღებული ტრანსგენური კულტურების მოსავლიანობა 30-35%-ით მაღალია და 40%-ით უფრო რენტაბელური, ვიდრე ჩვეულებრივი კულტურების ტრადიციული აგროტექნიკის პირობების შემთხვევაში. ოპონენტებს ხშირად მოჰყავთ `დუსტის~ შემთხვევა, რომლის მავნეობაზე დღეს არავინ კამათობს, მაგრამ თავის დროზე მისი გამოყენება სასიცოცხლო ინტერესებით იყო განპირობებული – კერძოდ, დუსტმა კაცობრიობა ტოტალური შიმშილისაგან იხსნა და მრავალ ქვეყანას შეუნარჩუნა გენოფონდი და ბიომრავალფეროვნება განადგურებისგან გადაარჩინა.
მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების წარმოება და შესაბამისად, მსოფლიო ბაზარზე გენმოდიფიცირებული კვების პროდუქტების რაოდენობა მატულობს, რომელთა შორისაა მოსახლეობის კვებაში და მ.შ. საქართველოს მოსახლეობის კვებაშიც ფართოდ მოხმარებული პროდუქტებიც. მაგალითად, მოსკოვში “გრინფისის” მიერ 2002 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, ბავშვთა კვების და ხორცპროდუქტების 30%-ში არსებობდა გენეტიკურად მოდიფიცირებული ცხიმები, თანაც ამის თაობაზე არ იყო მარკირება (ეტიკეტირება). ცხადია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების გენების მოდიფიცირება მათ ანიჭებს მდგრადობას სხვადასხვა პესტიციდების, დაავადებების, მღრღნელების მიმართ, ზრდის შენახვის ვადებს, მაგრამ სასურველია გენების გამოხატვის გაუთვალისწინებელი ეფექტების, მაგ. პროდუქტების კვებითი ღირებულების შეცვლის, ალერგიული ან ტოქსიკური რეაქციებისა და შორეული შედეგების შეფასების ჩატარება, რაც საკმაოდ გართულებულია. მედიკოსების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ “საუკუნის დაავადების”-ალერგიის ძირითადი მიზეზი, სწორედ გმო-ს გავრცელებაა. (ჰტტპ://რესისტ.რუ/ნოთNჩ/ანალყსის/ტგპ3/).
საქართველოში მოედინება უამრავი მცენარეული და მიკრობული საკვები და მედიკამენტები, გაჯერებული გმო-ით ან მისი ინგრედიენტებით. ამის კარგი მაგალითია საქართველოს ბაზარზე მეტად პოპულარული ბანანები, რომელთა ტრანსგენობას მათი თითქმის 2-ჯერ დიდი ზომაც ამტკიცებს.
პროფ.ავთანდილ კორახაშვილის აზრით, საქართველოში საკვები პროდუქტების უსაფრთხოების კონტროლის სისტემის გარდა, აუცილებელია შეიქმნას რისკის შეფასების ეროვნული პროცედურა და შემუშავდეს გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემა, და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ გმო-ს პროდუცენტები დაინტერესებულნი არიან გმო-ს უკონტროლო გავრცელებით: მაგალითად, გმო-ს პიონერმა ფირმამ “მონსანტო”-მ დაამუშავა ტექნოლოგია “ტერმინატორი”, რომლის მეშვეობითაც შეუძლებელი ხდება მოსავლის ნაწილის სათესლე მასალად გამოყენება, და ყოველწლიურად აუცილებელი ხდება ფირმის წარმომადგენლებზე გასვლა და ნებართვის აღება. ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში გამოცხადებულია მორატორიუმი გმო პროდუქტებზე, ხოლო საკვებში მისი 0,9%-ის არსებობის შემთხვევაში (ძირითადად ინგრედიენტების ხარჯზე), ევრორეგულიაციებით სავალდებულოა მისი პროდუქტის ეტიკეტზე აღნიშვნა.
ამჟამად, საქართველოში მიმდინარეობს ბიოტექნოლოგიის იმ მეთოდების ათვისება, რომელიც საშუალებას იძლევა ჩვეულებრივ და გენეტიკურად მოდიფიცირებულ კულტურებს შორის განსხვავება დადგინდეს. მას საფუძვლად უდევს მოლეკულური კლონინგის ლაბორატორიული გამოკვლევების მეთოდიკა აგარის ჟელეზე ელექტროფორეზის გამოყენებით. ეს პირველ რიგში საჭიროა იმისათვის, რომ კონტროლი დავაწესოთ ჩვენს ქვეყანაში გენური ინჟინერიის პროდუქციის იმპორტზე, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს ექსპორტიორი ქვეყნების თვალში საქართველოს იმიჯს და არ მისცემს მათ საშუალებას მიკვლევადობის გარეშე აწარმოონ ასეთი პროდუქციის საქართველოში ექსპორტი.

 
3 Comments

Posted by on 03/06/2010 დუიმი გარემო

 

3 responses to “საჭიროა თუ არა გენური ინჟინერიის პროდუქციის იმპორტი?

  1. შალიკონე

    25/05/2011 at 22:33

    საღოლ რა გიშრომია.

     
  2. შალიკონე

    25/05/2011 at 22:34

    საღოლ რა გიშრომია.
    ისე რომ იცოდე, იმპორტირებული პროდუქციის უდიდეს ნაწილშია ეგ პროდუქტი. გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ იმ ქვეყნებში არ არის აკრძალული ბოლომდე და გადავადებულია მისი ამოღება ეს ნიშნავს რომ ჩვენც კარგახანს შევჭამთ.

     
  3. sergi

    20/05/2014 at 21:16

    ყოჩაღ! რამდენი გიშრომია!

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s